20:58 სავარაუდოდ დაცვის ცენტრს ვიდალი დაიკავებს | |
მოგეხსენებათ, რომ ანტონიო კონტეს "ჯენოასთან” მატჩის წინ დაცვის ცენტრის სახით სერიოზული პრობლემები შეექმნა. გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებიან ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი, გენუაში გასამართ შეხვედრას კი დისკვალიფიკაციის გამო ლეონარდო ბონუჩი გამოტოვებს. "ბიანკონერის” დამრიგებელს მარტინ კასერესის სახით მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი ჰყავს. ამიტომ, არის ვარაუდი იმის შესახებ, რომ დაცვის ცენტრს კასერესთან ერთად "იუვენტუსის” ჩილელი უნივერსალი, არტურო ვიდალი დაიკავებს, რომელსაც მეკარის გარდა ყველა პოზიციაზე აქვს თამაშის გამოცდილება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჩილეს ეროვნულ ნაკრებშიც დაცვის ხაზის პირველ დამხმარედ ყოველთვის ვიდალი მიიჩნეოდა. | |
|