aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 15 » სისოკო: დელ პიეროს პარიზში ველი
20:34
სისოკო: დელ პიეროს პარიზში ველი

პსჟ–ს ნახევარმცველის მოჰამედ სისოკოს განცხადებით, იგი ბედნიერი იქნება თუ ფრანგულ კლუბს მისი ყოფილი თანაგუნდელი ალესანდრო დელ პიერო შეუერთდება.

მალელი და იტალიელი რამოდენიმე სეზონის მანძილზე თამაშობდნენ გვერდიგვერდ იუვეში, თუმცა შემდეგ "ბიანკონერის" ხელმძღვანელობამ უარი თქვა აფრიკელის სამსახურზე და გაასხვისა ის, ახლა კი იგივე ბედი "პინტურიჩიოსაც" ელის, რადგანაც უკვე ცნობილი ფაქტია, რომ დელპისთვის წლევანდელი სეზონი უკანასკნელია ტურინში.

იტალიელის სახელს მსოფლიოს არაერთ კლუბს უკავშირებენ, მას შემოთავაზებები აქვს აზიიდან, ა.შ.შ–დან და ევროპიდან. ერთ–ერთი კი არის პარიზული ვარიანტი, სადაც მას სისოკო ეპატიჟება:

 

"მე მქონდა დელ პიეროს გვერდით თამაშის ბედნიერება და ვამაყობ ამ ფაქტით. ის ნამდვილი პროფესიონალია, რომელსაც თავად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა."

 

"ახლა მას არც თუ ისე კარგი დროება უდგას იუვეში და ვიცი, რომ წასვლაზე ფიქრობს. იმედი მაქვს ის პსჟ–ს შუერთება და ჩვენ კვლავ თანაგუნდელები გავხდებით."

 

"მისი ტრანსფერი საკმაოდ რეალურია, რადგანაც კარლო ანჩელოტი პირადად შეეცდება მის დაყოლიებას. მე და ანჩელოტი დელპის კარგი მეგობრები ვართ და ვთვლით, რომ მისი გადმოსვლა წაადგება როგორც გუნდს, ისე თავად ალესანდროსაც."–განაცხადა სისოკომ.

კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 537 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]