aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 3 » სლავენ ბილიჩი: “მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს”
17:11
სლავენ ბილიჩი: “მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს”
ხორვატიის ეროვნული გუნდის დამრიგებელი სლავენ ბილიჩი ფიქრობს, რომ მის გუნდს ევრო-2012-ის ფინალურ ეტაზპე ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვს.
“რთული ჯგუფია. პატივი გვაქვს, მსოფლიოს მოქმედი და ყოფილი ჩემპიონების, ასევე, ირლანდიის წინააღმდეგ ვითამაშოთ. ამ მომენტს მოუთმენლად ველი. სხვა ჯგუფების მსგავსად, არც ჩვენია იოლი. მომდევნო ეტაპზე გასვლის არა მხოლოდ იმედი, არამედ რეალური შანსიც გვაქვს. საფუძვლიანად მოვემზადებით. სამი ძალიან საინტერესო თამაში გველის, რაც გვახარებს.
ხორვატიის ნაკრებში აჟიოტაჟია. უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ თამაში შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალებას გვაძლევს. ტურნირის დაწყებას მოუთმენლად ველით. ძალიან გახარებული ვარ. სამივე მეტოქეს უდიდეს პატივს ვცემ. ფავორიტები არ ვართ, მაგრამ კარგი ფეხბურთის ჩვენება შეგვიძლია”, – განუცხადა ბილიჩმა უეფას ვებგვერდს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 540 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/4
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]