12:37 Speciale Goal.Com: ვინ გაახანგრძლივებს კონტრაქტს და ვინ არა... | |
გატუზო და ამბროზინი, ნესტა და ზეედორფი, ვან ბომელი და ინძაგი: რამდენიმე იმ ფეხბურთელთაგან, რომლებსაც "მილანთან" ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდებათ. მათი უმეტესობა კი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ივნისში "მილანში" რევოლუცია მოხდება. თითქმის მთელი გუნდი, როგორც გალიანის ახალი სტრატეგია, განიხილავს გუნდთან კონტრაქტს. ახლა დადგა იმ ფეხბურთელების წასვლის დრო, რომლებაც "მილანის" ისტორია შექმნეს, რადგან გუნდს აუცილებლად სჭირდება გაახალგაზრდავება და ახალი სისხლი. მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს შესთავაზებენ კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას, სწორედ ეს არის გუნდის ახალი პოლიტიკა 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელების თაობაზე. დანარჩენები კი თავისუფალი აგენტები გახდებიან. ალესანდრო ნესტა ასაკი ------------------ 36 წლის ანაზღაურება ---------------------- 2.5 მლნ ევრო თამაში სეზონში ---------------------- 21 გოლი სეზონში ----------------------- 1 გახანგრძლივება % ----------------------- 50% კონტრაქტის გახანგრძლივება მის ხელშია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ფიზიკურ მდგომარეობაზე, რადგან სეზონის განმავლობაში იგი ხშირად იყო არ პრობლემის წინაშე. "მილანის" დიდებული დაცვის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელმაც "მილანში" ათი სეზონი გაატარა, ახლა გზაგასაყარზეა: გაახანგრძლივოს კონტრაქტი თუ დაასრულოს კარიერა. რა თქმა უნდა, მცირედი შესვენება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება უზრუნველყოფილი იქნას. მან უარყო გავრცელებული ხმები "იუვენტუსში" გადასვის თაოვაზე - მას ანდრეა პირლო ეპატიჟებოდა - ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის იდეა კი ჯერ კიდევ აქტუალურია. სატრანსფერო ბაზრის მოახლოვებასთან ერთად, "მილანი" მის შესაძლო შემცვლელებს განიხილავს: ნატალი ("ფიორენტინა") და აჩერბი ("კიევო") მზად არიან შეაბიჯონ "როსონერის" კარში. მასიმო ამბროზინი ასაკი ------------------ 34 წლის ანაზღაურება ---------------------- 3 მლნ ევრო თამაში სეზონში ---------------------- 30 გოლი სეზონში ----------------------- 1 გახანგრძლივება % ----------------------- 80% ამბროს ჯერ კიდევ აქვს საწვავი სხეულში. ევროასპარეზზე "ბარსელონას" წინააღმდეგ შესანიშნავად ჩატარებულმა ორმა მატჩმა მისი კონტრაქტის გახანგრძლივების ალბათობა გაზარდა. ვეტერანებს შორის, ის იყო პირველი, რომელზეც დადასტურდა, რომ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. "როსონერის" მაისური უკვე მისი სხეულის ნაწილია, ისევე როგორც მისი დნმ გახდა შავ-წითელი. უპირველეს ყოვლისა, მას შეუძლია უზრუნველყოს მთელი ნახევარდაცვის საიმედოობა და კომპაქტურობა. შესაძლოა, მისთვის უფრო მოსახერხებელი იყოს ვიცე ვან ბომელის როლი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდიელი გუნდში დარჩება. ამ მომენტისთვის მხარეები ჯერ არაფერზე შეთანხმებულან, მაგრამ კაპიტანთან კონტრაქტის გახანგრძლივება დისკუსიის თემა არ არის. ივნისში, ვია ტურატიზე, ის პირველი დაიწყებს მოლაპარაკებებს გალიანისთან. ჯენარო გატუზო ასაკი ------------------ 34 წლის ანაზღაურება ---------------------- 4 მლნ ევრო თამაში სეზონში ---------------------- 4 გოლი სეზონში ----------------------- 0 გახანგრძლივება % ----------------------- 80% რინო არ აპირებს დანებებას. მისი პრობლემები ბნელ წარსულში დარჩა, ახლა მან დაიბრუნდა თავისი ადგილი. "კიევოს" წინააღმდეგ მოედანს "მილანის" ნახევარდაცვის სიმბოლო დაუბრუნდა: მან ითამაშა და იყო კაპიტანი. შვიდი თვის კოშმარის შემდეგ, რამაც თვალის პრობლემების გამო მისი კარიერა რისკის ქვეშ დააყენა, მან პირველად მიიღო ასეთი დატვირთვა. ის მზად არის ასაფეთქებლად. მას ზურგს გამოცდილება უმაგრებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, შესაძლოა მისნაირ გლადიოატორსაც კი არ შეეძლოს 90 წუთის თამაში. როდესაც მას სთხოვეს, კონტრაქტის არ გახანგრძლივების შემთხვევაში ტურინში, "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე ესაუბრა, გატუზომ ჩვეული ირონიით უპასუხა: "მე ვთვლი, რომ მე მხოლოდ არაბებს ვუნდივარ." როგორც ვთქვით, ის "მილანში" კიდევ ერთი წლით დარჩება. მათ სიაში, ვისაც კონტრაქტი გაუხანგრძლივდებათ, მისი სახელი რიგით მეორეა. კლარენს ზეედორფი ასაკი ------------------ 36 წლის ანაზღაურება ---------------------- 3 მლნ ევრო თამაში სეზონში ---------------------- 28 გოლი სეზონში ----------------------- 3 გახანგრძლივება % ----------------------- 25% ჰოლანდიელმა ძალიან ბევრი მისცა "როსონერის", მისი დახმარების გარეშე შესაძლოა "მილანს" ვერ მიეღწია ასეთი წარმატებისთვის. "ბარსელონასთან" დაპირისპირებებში მან არაფერი დაუთმო მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველებს, ის არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად: "აიაქსი", "რეალი" და "მილანი". მაშინაც კი, როდესაც მას ფიზიკური დისკომფორტი ჰქონდა, შუაგულ "სან სიროზე" იყო, თუმცა: დრო გადის ყველასთვის. წინადადება რჩება წინადადებად, მაგრამ მიუხედავად ამისა, საუბარია, რომ ჰოლანდიელი "პროფესორით" "იუვენტუსია" დაინტერესებული. ეს კარგად ნაცნობი ნაბიჯია, "მილანიდან" იმ ფეხბურთელის გადაბირება, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდა. თუმცა სავარაუდოა, რომ ჰოლანდიელი ბევრად მარტივ გამოსავალს აირჩევს, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრდება და იქ ითამაშებს. მარკ ვან ბომელი ასაკი ------------------ 35 წლის ანაზღაურება ---------------------- 3.5 მლნ ევრო თამაში სეზონში ---------------------- 30 გოლი სეზონში ----------------------- 0 გახანგრძლივება % ----------------------- 20% მისი კონტრაქტის გახანგრძლივება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჰოლანდიელ ნახევარმცველს არასდროს უცდია საიდუმლოდ შეენახა ის, რომ კარიერის დასრულება მშობლიურ "პსვ"-ში სურს. გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების შემდეგ იქნება მიღებული, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა. მოკლე დროში - 2011 წლის "მილანში" - ის "როსონერის" ნახევარდაცვის წამყვანი ფიგურა გახდა, გახდა შეუცვლელი და აუცილებელი წევრი ალეგრის ტაქტიკაში. არის რაღაც ელემენტები, რამაც მაგიდაზე კარტის განლაგება შეცვალა. იმ შემთხვევისთვის, თუ ვან ბომელი გუნდს დატოვებს, მან უკვე ურჩია "მილანის" ხელმძღვანელებს მისი შემცვლელი: კევინ სტროოტმანო, დაბადებული 1990 წელს, "პსვ"-სა და ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი. ფილიპო ინძაგი ასაკი ------------------ 38 წლის ანაზღაურება -------------- 800 ათასი ევრო თამაში სეზონში ---------------------- 8 გოლი სეზონში ----------------------- 0 გახანგრძლივება % ----------------------- 1% არცერთ გულშემატკივარს არ სურს ეს. მაგრამ დროსთან ერთად გადის წლებიც, ასაკი კი იმატებს. მას სურს თამაშის გაგრძელება, ალეგრი კი ამის გზას ვერ ხედავს. მისი საბოლოო სიტყვა, როგორც ჩანს, უკვე დაწერილია. სუპერპიპომ ამ სეზონში მოედანზე ძალიან ცოტა დრო გაატარა, გადამწყვეტი კი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა მისი დატოვება იყო. "მილანელოზე" მისთვის მილოცვებს ამზადებენ. ინძაგის კი არ სურს ბუცების ლურსმნებზე ჩამოკიდება. იანვარში მან "მილანში" დარჩენის გამო უარი უთხრა "სიენას", მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის ამას კიდევ ერთხელ გააკეთებს. მისი გადაბირების იმედი "ატალანტასაც" აქვს. თუ ის შეუერთდება მათ, ეს იქნება დაბრუნება, რადგან 1996-97 წლების სეზონში ის გუნდის ბომბარდირი გახდა 24 გატანილი გოლით. სხვები რომა კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაგრამ ბოლო დღეებში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იაპონელი მეკარის, კავაშიმას "მილანში" ტრანსფერზე, რომელიც ახლა ბელგიურ "ლიერსში" თამაშობს. ასე რომ, შესაძლოა "მილანის" მეკარეების გეგმები შეიცვალოს (აბიატის და ამელიას კონტრაქტი 2013 წელს უმთავრდებათ). "ლეჩეში" იჯარით მყოფი ოდო კი ფასდაკლებით გაიყიდება. ოთხი თვის უთამაშებლობის შემდეგ დაბრუნებული იეპესი შესაძლოა გახდეს "ახალი შენაძენი" მომავლისთვის. ძამბროტასთან დაკავშირებით ხმები იყოფა, ზოგი ამბობს, რომ გუნდს დატოვებს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ის დარჩება. სამწუხარო დაზიანებების შემდეგ ფლამინი აუცილებლად დატოვებს გუნდს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მას უკვე ბარგიც ჩალაგებული აქვს. "მილანში" "ინტერიდან" იჯარით მყოფ მუნტარისთან დაკავშირებითაც ხმები იყოფა, თუმცა უმეტესობა ფიქრობს, რომ ივნისში იგი გუნდთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და რა თქმა უნდა აკვილანი, რომელიც გუნდში "ლივერპულიდან" არის იჯარით. მან უკვე ჩაატარა სავალდებულო 25 მატჩი, ასე რომ, "მილანი" მას გამოისყიდის. | |
|