18:25 სტეკელენბურგი: იტალიური ენა ჩემთვის დიდი პრობლემაა | |
"რომას" გოლკიპერმა მარტენ სტეკელენბურგმა, რომელიც ჰოლანდიიდან იტალიაში გასულ ზაფხულს გადავიდა, ახალ ქვეყანაში ენობრივ ბარიერზე ისაუბრა. "იტალიური ენა ჩემთვის ძალიან რთულია, ჰოლანდიურთან საერთო ცოტა აქვს. ვსწავლობ და ნელ-ნელა რაღაცას ვიგებ, მაგრამ მხოლოდ მარტივი ფრაზების თქმა შემიძლია. ჯერჯერობით მოედანზე პარტნიორებთან ინგლისურად ვსაუბრობ. იტალიური სწრაფად უნდა ვისწავლო", - განაცხადა გოლკიპერმა. მიმდინარე სეზონში სტეკელენბურგმა "რომას" შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა.
| |
|