11:24 ტიფოზები მატჩზე... | |
"მილანმა" რთულად, მაგრამ მაინც მოახერხა ბერგამოში სამი ქულის მოპოვება. 2012 წლის პირველ მატჩში "როსონერიმ" მისსავე მოედანზე დაამარცხა "ატალანტა" და მოგებათა სერია განაგრძო. "მილანის" გულშემატკივრებმა თავისი აზრი ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოთქვეს. აქ თქვენ რამდენიმე მათგანის კომენტარს ნახავთ: ჯუზეპე: "ძალიან რთული იყო ავტორიტეტულ მოედანზე მოგება, სადაც აქამდე არავის მოეგო !!!" ლავინია: "მეორე ტაიმი შესანიშნავი იყო. ყველას ბრავო." მიკელე: "გამომდინარე მატჩის მნიშვნელობიდან და მოწინააღმდეგის სახიდან, გარდა იმისა, რომ ეს იყო პირველი თამაში შესვენების შემდეგ, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ოქროს სამი ქულა." ალბერტო: "მატჩის საწყისი წუთები იყო ცუდი, რადგან შეტევა ვერ იღებდა ბურთს !!! ამის შემდეგ "ატალანტა" დაიღალა და პატოზე წესების დარღვევის შემდეგ (ჩემთვის) "მილანმა" დაიწყო თამაში." რაფაელე: "მე არ ვარ დარწმუნებული არაფერში... თუმცა გამომდინარე ტრავმებიდან და იქიდან, რომ ეს შესვენების შემდეგ პირველი მატჩი იყო, ცუდი არ ყოფილა... პატო უხილავი იყო, შეუმჩნეველი... ემანუელსონი სასაცილო." ჯოვანი, დაიწყო პროვოკაცია: "ბიჭებო მე არ ვარ ბოროტი, თუმცა როდესაც მოედნიდან პატო გავიდა, ჩვენ კიდევ ერთი, სულ სხვა თამაში ვიხილეთ..."
| |
|