17:18 ტრეზეგე: “იმედი მაქვს “იუვე” სკუდეტოს მოიგებს” | |
ტურინის „იუვენტუსის" ყოფილი თავდამსხმელი – დევიდ ტრეზეგე, რომელიც ამჟამად არგენტინული „რივერ-პლეიტის" ფეხბურთელია Sky Sport 24-თან ინტერვიუში „ბებერ ქალბატონზე" საუბრობს. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც „რომასთან" მატჩამდეა ჩაწერილი… „კონტე - ეს ის პიროვნებაა ვინც იცის, თუ რა არის „იუვენტუსი" და მისი მენტალიტეტი. ის ბრწყინვალედ მუშაობს და ვფიქრობ, რომ სეზონის ბოლოს „იუვე" თავის მიზნებს მიაღწევს. გამარჯვებები ამ გუნდის და მისი ისტორიის შემადგენელი ნაწილია. უკვე ამ სეზონის ბოლოს ჩვენ ახლოს ვართ გამარჯვებებთან. „მილანი" რა თქმა უნდა ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით ინდივიდუალურობის ხარჯზე, თუმცა „იუვენტუსს" უფრო მეტი სურვილი აქვს მიაღწიოს წარმატებას, რაც საბოლოო ჯამში „მილანზე" გავლენას მოახდენს. იმედი მაქვს, რომ „იუვე" ჩემპიონატს მოიგებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კლუბისთვის და მისი გულშემატკივრისათვის. რაც მთავარია სწორ გზაზე ვართ, რათა დავიბრუნოთ იტალიის საუკეთესო გუნდის წოდება. დელ პიერო - ის მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის და რა თქმა უნდა „იუვენტუსისთვის". იგი წერდა გუნდის ისტორიას და დღემდე ასრულებს გუნდში მნიშვნელოვან როლს. ალესანდრო ყოველთვის იყო საკვანძო ფიგურა იმ მატჩებში, რომლებშიც მონაწილეობას იღებდა. არ ვიცი გააგრძელებს თუ არა იგი „იუვეში" თამაშს, თუმცა უდავოა, რომ დელ პიერო „ბებერი ქალბატონის" ისტორიაში ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იქნება. „ნაპოლი" - ეს საინტერესო იდეა იყო, რაც დადებითად იმოქმედებდა ჩემზე. ისინი ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილებდნენ და ჩემი გამოცდილებით შემეძლო მათზე დახმარება, თუმცა ვალტერ მაცარიმ არ ისურვა ჩემი გუნდში ხილვა. „იუვენტურსში" დაბრუნება – ეს ჩემი ოცნებაა. გუნდის ხელმძღავნელობა უკვე დამიკავშირდა. მე ვესაუბრე ანდრეა ანიელის, რომელსაც სურს, რომ ორგანიზება გაუკეთოს ჩემს გამოსამშვიდობებელ მატჩს. იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები იტალიაში, რათა მოვესიყვარულო „იუვენტუსის" ტიფოზებს. მე პირობა დავდე, დავპირდი „იუვეს" და ამას შევასრულებ" – აცხადებს დევიდ ტრეზეგე. | |
|