aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » აპრილი » 2 » ტურინის "იუვენტუსი" ანხელ დი მარიას შეძენას შეეცდება
18:29
ტურინის "იუვენტუსი" ანხელ დი მარიას შეძენას შეეცდება

ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულში მილოშ კრასიჩისა და ელიერო ელიას გაყიდვით დაახლოებით 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ამ ფულით ტურინელები მადრიდის "რეალის" არგენტინელი ფეხბურთელის ანხელ დი მარიას შეძენას აპირებენ.

"ბებერ ქალბატონს" თავიდან არიენ რობენის ყიდვა სურდა, თუმცა ჰოლანდიელმა მიუნხენის "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამიტომ იტალიელები "სამეფო კლუბის" ჰავბეკზე გადაერთნენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დი მარიამ "რეალის" მაისურით 21 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 559 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]