22:26 ტიაგო სილვას “მილანში” თამაში 2020 წლამდე სურს | |
"მილანის” ბრაზილიელ ცენტრალურ მცველ ტიაგო სილვას არსად წასვლა არ სურს და კლუბში დარჩენას 2020 წლამდე აპირებს. "ვაპირებ, რომ ჩემი კონტრაქტი ბოლომდე გამოვიმუშავო და კლუბში 2015 წლის ივნისამდე დავრჩე. შემდეგ, მსურს მილანელებთან ახალი, ოთხწლიანი ხელშეკრულება გავაფორმო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ამ სიტყვებს წაიკითხავს და გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს” – იუწყება ბრაზილიელი მცველის სიტყვებს Football Italia. ტიაგო სილვა "მილანში” 2009 წელს გადავიდა და 101 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. | |
|