16:21 წაუგებელი მხოლოდ „იუვენტუსია“ | |
სერია A-ს 8 ტურის შემდეგ, ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯერ წაგება არ აქვს, ტურინის „იუვენტუსია“. გუშინდლამდე, „ბებერი სინიორას“ მსგავსად, წაგების გრაფაში ნული ეწერა „უდინეზესაც“, მაგრამ უდინელებმა „ნაპოლისთან“ წააგეს. ნეაპოლში გამართული მატჩის საბოლოო ანგარიში პირველივე ტაიმში დაფიქსირდა, როდესაც მასპინძლებმა მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. ანგარიში მე-20 წუთზე, ულამაზესი გოლით გაიხსნა. სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან კარისკენ ზურგით მდგომმა კავანიმ ლავესის მაღალი გადაცემა გაუკეთა, ხოლო არგენტინელმა, თანაგუნდელის ძალიან ეფექტური პასი ახლო მანძილიდან დარტყმით გოლად აქცია. ტაიმის მიწურულს, მარცხენა ფლანგიდან ჯეიმაილის მიერ გაკეთებულ გადაცემას მაჯო გამოეხმაურა, რომელმაც თავური დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო ქვეყნის ჩემპიონმა, რომელმაც წინა შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც 4 გოლი გაიტანა. „მილანის“ იოლი გამარჯვება გუნდის ახალწვეულის, ანტონიო ნოჩერინოს დამსახურებაა. 26 წლის ნახევარმცველმა „პარმას“ კარში 3 გოლი გაიტანა. 30-ე წუთზე, „როსონერის“ 22-ე ნომერმა, მეკარის საჯარიმო მოედნის წინა ხაზიდან დარტყმით გაიტანა. ორ წუთში, თამაშის ყველაზე ლამაზი გოლი გავიდა. მეტოქის კარიდან დაახლოებით ოც მეტრში მყოფმა ნოჩერინომ, მცველის მიერ მოგერიებული ბურთი მკერდით მიიღო და საჯარიმოს წინა ხაზიდან ძლიერი დარტყმით, მასპინძელთა უპირატესობას სოლიდური სახე მისცა. 73-ე წუთზე, თავისი გოლი იბრაჰიმოვიჩმაც გაიტანა, როდესაც მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა იხეირა. ხუთ წუთში, აბიატისთვის ახლო კუთხეში გატანით, ჯოვინკომ ერთი ბურთი კი გაქვითა, მაგრამ „პარმას“ განადგურება მაინც არ ასცდა - მე-2 დამატებულ წუთზე, ნოჩერინომ გოლად მეტოქის საჯარიმოში ძალზე კარგად მოთამაშე კასანოს გადაცემა აქცია. მორიგი ქულები დაკარგა „ინტერმა“, რომელმაც ბერგამოში „ატალანტას“ ვერ სძლია. „ატლეტი აძურიზე“ გამართულ შეხვედრაში, სტუმრები 32-ე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც სნეიდერის შორეული დარტყმის შემდეგ, ბურთი „ატალანტას“ ფეხბურთელს მოხვდა და კარის ბადეში გაეხვა. ქულების გამყოფი გოლო 44-ე წუთზე გავიდა, როდესაც ბონავენტურას საჯარიმოში ჩაწოდებას დენისმა ზუსტი თავური მოაყოლა. ზედიზედ მე-2 გასვლითი თამაში წააგო „რომამ“, რომელიც ამჯერადაც 1:2 დამარცხდა. გენუაში ჩატარებულ შეხვედრაში, მასპინძლებმა ანგარიში 38-ე წუთზე, იანკოვიჩის მიერ დაახლოებით 15 მეტრიდან განხორციელებული ზუსტი დარტყმით გახსნეს. 82-ე წუთზე, ბორიელომ მცველის შეცდომით ისარგებლა და ბორინის ცარიელ კარში გაატანინა, მაგრამ ძირითადი დროის ამოწურვმდე ერთი წუთით ადრე, მეტოქის კართან მყოფმა მერკელმა ბურთი თანაგუნდელ კუჩკას გაარტყა და ის გოლი გავიდა, რომელმაც „ჯენოას“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ატალანტა-ინტერი 1:1 (1:1) ბერგამო, “ატლეტი აძური”23000 ატალანტა(4-4-1-1): კონსილი, მაზიელო, კაპელი, ლუჩინი, პელუსკი, სკელოტო, ჩიგარინი (კარმონა 75), პადოინი, ბონავენტურა, მორალესი (მარილუნგო 82), დენისი (გაბიადინი 90). მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო. ინტერი(4-3-1-2): სეზარი (კასტელაცი 46), მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო, ძანეტი, კამბიასო, სტანკოვიჩი, სნეიდერი (პაცინი 61), სარატე (ობი 67), მილიტო. მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი. გოლები: 0:1 სნეიდერი (32), 1:1 დენისი (44). გაფრთხილებები: მორალესი 43, სკელოტო 59 - სტანკოვიჩი 17, კივუ 40. მსაჯი: პაოლო ვალერი. ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 5 (5)-11 (5), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 1-3, სეივი: 4-5, ჯარიმა:17-13. ჩეზენა-კალიარი 1:1 (1:1) ჩეზენა, “დინო მანუცი”17000 ჩეზენა(4-3-3): ანტონიოლი, კომოტო (ჩეკარელი 82), ფონ ბერგენი, როდრიგესი, ლაურო, კანდრევა, გუანა, პაროლო, მარტინესი (მალონგა 87), გეცალი (ბოგდანი 72), ედერი. მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო. კალიარი(4-3-1-2): აგაცი, პიზანო, კანინი, არიაუდო, აგოსტინი, ბიონდინი (რუი სამპაიო 74), კონტი, ნაინგოლანი, კოსუ, რიბეირო (ლარივეი 57), ნენე (იბარბო 90). მწვრთნელი: მასიმო ფიკადენტი. გოლები: 0:1 ნენე (20, პენ), 1:1 კანდრევა (45, პენ). გაფრთხილებები: გუანა 12, კომოტო 80 - ნაინგოლანი 21, კანინი 45, კონტი 80. მსაჯი: დანიელე დოვერი. ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 8 (3)-4 (3), კუთხური: 13-1, თამაშგარე: 1-0, სეივი: 2-2, ჯარიმა:19-20. კიევო-ბოლონია 0:1 (0:0) ვერონა, “ანტონიო ბენტეგოდი”12000 კიევო(4-3-1-2): სორენტინო, ფრეი, მორერო (მანდელი 49), სეზარი, იოკიჩი, ბრედლი, რიგონი, ჰეტემაი, სამარკო (პალოსკი 72), პელისიერი, ტერო (მოსკარდელი 61). მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო. ბოლონია(4-3-1-2): ჟიე, გარიკსი, პორტანოვა, ლორია, ჩერუბინი, პერესი, მუდინგაი, კონე, რამირესი (ხიმენესი 72), დი ვაიო (პულცეტი 62), აკვაფრესკა (ვანტაჯატო 82). მწვრთნელი: სტეფანო პიოლი. გოლი: 0:1 აკვაფრესკა (53). გაფრთხილებები: პორტანოვა 41, პერესი 63, ხიმენესი 77. მსაჯი: ჯანლუკა როკი. ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 13 (4)-9 (5), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 0-2, სეივი: 3-3, ჯარიმა:19-19. ჯენოა-რომა 2:1 (1:0) გენუა, “ლუიჯი ფერარისი”23000 ჯენოა(4-3-1-2): ფრეი, მესტო, დაინელი, მორეტი (ბოვო 46), ანტონელი, როსი, სეიმური (კუჩკა 54), ველოზუ, მერკელი, იანკოვიჩი (კონსტანტი 71), პალასიო. მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი. რომა(4-3-1-2): სტეკელენბურგი, პეროტა (ბორიელო 71), ბურდისო, ჰაინცე, ხოსე ანხელი, გაგო, დე როსი, პისარო (ოსვალდო 58), ლამელა (გრეკო 58), ბოიანი, ბორინი. მწვრთნელი: ლუის ენრიკე. გოლები: 1:0 იანკოვიჩი (38), 1:1 ბორინი (82), 2:1 კუჩკა (89). გაფრთხილებები: სეიმური 50, მერკელი 90 - ბურდისო 90. მსაჯი: ანდრეა გერვაზონი. ბურთის ფლობა: 32%-68%, დარტყმა: 6 (4)-14 (5), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 3-0, სეივი: 4-2, ჯარიმა:19-11. ლაციო-კატანია 1:1 (1:0) რომი, “ოლიმპიკო”30000 ლაციო(4-3-3): მარკეტი, კონკო, ბიავა (დიაკიტე 43), სტანკევიჩუსი, რადუ, ბროკი, ლედესმა, ლულიჩი, სისე (ერნანესი 57), კლოზე, სკული (კოზაკი 70). მწვრთნელი: ედოარდო რეია. კატანია(5-3-2): ანდუხარი, ისკო, ბელუსკი, ლეგროტალიე, სპოლი, მარკეზე (სკაჩა 77), ალმირონი, ლოდი, დელვეკიო (ლანცაფამე 63), ბერგესიო, ლოპესი (კატელანი 71). მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა. გოლები: 1:0 კლოზე (17), 1:1 ბერგესიო (63). გაფრთხილებები: ლულიჩი 20 - მარკეზე 28, სპოლი 59, ლანცაფამე 86, ლოდი 89, ბერგესიო 90. მსაჯი: გაბრიელე გავა. ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 13 (4)-9 (5), კუთხური: 3-8, თამაშგარე: 5-0, სეივი: 5-5, ჯარიმა:15-17. მილანი-პარმა 4:1 (2:0) მილანი, “ჯუზეპე მეაცა”35000 მილანი(4-3-1-2): აბიატი, აბატე (მექსე 78), ბონერა, სილვა, ტაივო, აკვილანი (ემანეულსონი 72), ამბროზინი, ნოჩერინო, ბოატენგი, კასანო, იბრაჰიმოვიჩი (რობინიო 75). მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი. პარმა(4-4-2): მირანტე, ძაკარდო, პალეტა, ფელჩერი, გობი, ვალიანი (ბიაბიანი 55), მორონე, ნვანკვო (ჟადიდი 61), მოდესტო (პელე 72), ჯოვინკო, ვალდესი. მწვრთნელი: ფრანკო კოლომბა. გოლები: 1:0 ნოჩერინო (30), 2:0 ნოჩერინო (32), 3:0 იბრაჰიმოვიჩი (73), 3:1 ჯოვინკო (78), 4:1 ნოჩერინო (90). გაფრთხილებები: ნოჩერინო 48, ბოატენგი 57. მსაჯი: კარმინე რუსო. ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 14 (9)-6 (2), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 4-4, სეივი: 1-5, ჯარიმა:10-11. ნაპოლი-უდინეზე 2:0 (2:0) ნეაპოლი, “სან პაოლო”48000 ნაპოლი(3-4-3): დე სანკტისი, კამპანარო, კანავარო, არონიკა, მაჯო, ჯემაილი (სუნიგა 80), ინლერი, დოსენა (მასკარა 88), ჰამშიკი (სანტანა 74), ლავესი, კავანი. მწვრთნელი: ვალტერ მაცარი. უდინეზე(4-4-1-1): ჰანდანოვიჩი, ბენატია, ბადუ, დანილო, ფერონეტი, ბასტა (აბდი 84), პინცი, ასამოა (ნეუტონი 64), არმერო, ტორხე (ფაბრინი 46), ფლორო ფლორესი. მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი. გოლები: 1:0 ლავესი (20), 2:0 მაჯო (44). გაფრთხილებები: ასამოა 43, ტორხე 45, პინცი 90, ფლორო ფლორესი 90. მსაჯი: ანდრეა დე მარკო. ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 10 (4)-11 (2), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 5-6, სეივი: 2-2, ჯარიმა:14-20. ნოვარა-სიენა 1:1 (0:1) ნოვარა, “სილვიო პიოლა”11000 ნოვარა (4-3-1-2): ფონტანა, დელაფიორე, პაცი, ლუდი (სენტურიონი 15), გარსია (ჯემიტი 46), ჯორჯი, პორკარი, რიგონი, პინარდი (მაცარანი 60), მეჯორინი, ჟედა. მწვრთნელი: ატილიო ტესერი. სიენა(4-4-2): ბრკიჩი, ვიტიელო, პეზონი, კონტინი, დელ გროსო, ანჯელო (ბრიენსა 59), ვერგასოლა, ბოლსონი, რეჯინალდო (მანინი 66), კალაიო, გონსალესი (ტერცი 72). მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო. გოლები: 0:1 კალაიო (17), 1:1 ჯემიტი (80). გაფრთხილებები: პაცი 71, მეჯორინი 90 - ვიტიელო 58, ტერცი 74, კონტინი 81. მსაჯი: პაოლო ტალიავენტო. ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 10 (5)-6 (4), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 1-0, სეივი: 3-4, ჯარიმა:17-22. | |
|