21:55 უარი მილანურ კლუბებს | |
მანჩესტერ სიტის ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ დაადასტურა მილანური გრანდებისგან ინტერესი. 21-წლის შემტევი საუცხოო სეზონს ატარებს ნისლიან ალბიონზე, იგი "ქალაქელთა" ერთ-ერთი ლიდერია და გრანდების დაინტერესება სულაც არ არის გასაკვირი. მისთვის იბრძვის როგორც მილანი, ისევე ინტერიც, თუმცა როგორც გაირკვა "სუპერმარიო" ჯერჯერობით არ ჩქარობს აპენინებზე დაბრუნებას: "დიახ, მე ვესაუბრე მასიმო მორატის, რომელმაც პირდაპირ განმიცხადა, რომ ეცდება ჩემს დაბრუნებას. ეს ჩემთვის სასიამოვნოა, მაგრამ მინდა ვუთხრა მილანური კლუბების ხელმძღვანელობას, რომ ჯერჯერობით არ ვაპირებ სიტის დატოვებას, რადგანაც აქ მე ყველაფერი მაკმაყოფილებს" "მილანისა და ინტერის გარდა იტალიაში მე ნაპოლიც მხიბლავს. კიდევ არის რამოდენიმე ინგლისური და ესპანური კლუბი, სადაც სიამოვნებით ვითამაშებდი მომავალში."-განაცხადა ბალოტელიმ The People-თან საუბარში. | |
|