aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 20 » “უდინეზე” – “იუვენტუსი” (წინა შეხვედრები)
18:59
“უდინეზე” – “იუვენტუსი” (წინა შეხვედრები)
უდინე “იუვენტუსისთვის” ნამდვილად იღბლიანი და წარმატებული ქალაქია. ფრიულიზე გამართულ 38 მატჩში “ბიანკონერებმა” 23 მატჩი მოიგეს, 5 დათმეს და 10 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. მასპინძლების დამწუხრება ყველაზე ხშირად ალესანდრო დელ პიეროს გამოსდიოდა, მან ეს ოთხჯერ შეძლო სულ ჩატარებულ 11 შეხვედრაში. 0-1 ეს ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ამ სხვაობით “იუვენტუსმა” “უდინეზეს” სულ შვიდჯერ მოუგო.

1922 წელს “ბიანკონერებმა” ფერარისის მეორე ტაიმში გატანილი გოლით იმარჯვეს.

1954 წელს მანუჩიმ დაამწუხრა ფრიულიზე შეკრებილი მასპინძელთა გულშემატკივარი.

1957 წელს ჩარლსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა “იუვენტუსის” უპირატესობა.

1960 წელს კოლომბოს გოლის წყალობით “ბებერმა სინიორამ” მორიგ გამარჯვებას მიაღწია.

2003 წელს დავიდ ტრეზეგემ გაახარა “იუვენტუსის” გულშემატკივარი გატანილი გოლით.

2004 წელს მარსელო სალაიეტამ შეძლო გოლის გატანა და ეს უპირატესობა საკმარისი აღმოჩნდა 3 ქულისთვის.

2005 წელს პატრიკ ვიეირამ პირველივე ტაიმში დააფიქსირა ეს თითქმის ტრადიციად ქცეული ანგარიში.
კატეგორია: მიმოხილვები | ნანახია: 694 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/5
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]