18:20 ვან ბომელს მილანში დარჩენა სურს | |
''მილანის'' ნახევარმცველი მარკ ვან ბომელი განიხილავს სან სიროზე დარჩენის შესაძლებლობას - აცხადებს მისი აგენტი მინო რაიოლა. 34 წლის ფეხბურთელის მომავალი ''მილანში'' ეჭვის ქვეშაა, რადგან მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება. მილანმა უკვე აღნიშნა, რომ ისინი ზაფხულში გადაწყვეტენ გაუხაგრძლივონ თუ არა კონტრაქტი ვან ბომელს. ჰოლანდიელის აგენტმა კი თავის მხრივ დაადასტურა, რომ მისი კლიენტის პრიორიტეტია დარჩეს სერია ა-ს ლიდერ გუნდში. ''იმ შემთხვევაში თუ ''მილანი'' შესთავაზებს მას ახალ კარგ პირობებს, მარკი იტალიაში დარჩება, მაგრამ თუ ურთირთშეთანხმება ვერ მოხერხდება, ის სურვილს გამოთქვამს ჰოლანდიაში დაბრუნებაზე, სადაც მისი პირველი არჩევანი პსვ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან თუ არა ისინი ჩემპიონთა ლიგაზე''. - განახადა მინო რაიოლამ. ვან ბომელმა 2011 წლის იანვარში გაწყვიტა კონტრაქტი მიუნხენის ''ბაიერნთან'' და იტალიურ ''მილანს'' შეუერთდა, ის მასიმილიანო ალეგრის გუნდს დაეხმარა სკუდეტოს მოპოვებაში შარშანდელ სეზონში. | |
|