aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 16 » ალეგრი: ”არსენალი” კარგ ფეხბურთს თამაშობს”
18:24
ალეგრი: ”არსენალი” კარგ ფეხბურთს თამაშობს”
როგორც იცით, დღეს შედგა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა. ”მილანის” მეტოქე ”არსენალია”. ”როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა - ადრიანო გალიანიმ კენჭისყრის შემდეგ Sky Sport Italia-ს ინტერვიუ მისცა.

”მე არ ვფიქრობ, რომ ინგლისური გუნდები კრიზისში იმყოფებიან. ”მანჩესტერ სიტი” რთულ ჯგუფში იყო, რადგან ინგლისელებს ”ბაიერნის” და ”ნაპოლის” წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. ”მანჩესტერ იუნაიტედის” გავარდნა გასაკვირი იყო.

იტალიური გუნდების მეტოქეებიდან, ”ინტერს” ყველაზე სუსტი მეტოქე შეხვდა, ჩვენ და ”ნაპოლის” კი რთული. ”ჩელსი” ევროპულ ასპარეზზე კარგად გამოიყურება. ჩვენ ვიცით, როგორი გუნდია ”არსენალი”, ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ. თებერვალს საუკეთესო ფორმაში მყოფნი უნდა შევხვდეთ. იმედი გვაქვს, ტრავმები აღარ შეგვაწუხებს.

ჩვენი მიზანი იტალიის ჩემპიონატში დარჩენილ ორ მატჩში რაც შეიძლება მეტი ქულის აღებაა. სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ყველაფერი გამოვასწორეთ. მომდევნო მატჩი მნიშვნელოვანია. ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ თებერვალში ვიფიქრებთ. თუ ისევ ისეთ შეცდომებს დავუშვებთ, როგორებიც მინსკში და პრაღაში დავუშვით, მაშინ მომდევნო ეტაპზე გასვლა გაგვიჭირდება.”
კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 531 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]