21:17 ალეგრიმ ინძაგი პირველ გუნდს ჩამოაშორა | |
იტალიის მოქმედი ჩემპიონის, "მილანის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ფილიპო ინძაგი მის გეგმებში არ შედის. მეტიც, იტალიელმა სპეციალისტმა ვეტერანი ფორვარდი პირველ გუნდსაც კი ჩამოაშორა. "რა თქმა უნდა, ადამიანური თვალსაზრისით, ინძაგის მდგომარეობის გამო ვწუხვარ. მიუხედავად ამისა, არჩევანი უნდა გამეკეთებინა. პიპო ჩემს გეგმებში არ შედის. უკვე რამდენიმე დღეა, იგი პირველ გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობს”, - განუცხადა ალეგრიმ Sky Italia-ს. ცნობისთვის, 38 წლის ინძაგი "მილანის” ღირსებას 2001 წლიდან იცავს. მან "როსონერის” მაისურით 198 მატჩი ჩაატარა და 72 გოლი გაიტანა.
| |
|