aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 23 » "ათასჯერ მითქვას, რომ "ინტერში" ძალიან ბედნიერი ვარ"
16:54
"ათასჯერ მითქვას, რომ "ინტერში" ძალიან ბედნიერი ვარ"
"ინტერის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, დიეგო მილიტომ "ლეჩესთან" მატჩის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოხატა მისი კლუბისადმი პატივისცემა და განაცხადა, რომ იგი "ინტერში" თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს და არ სურს "ნერაძურის" დატოვება. ასევე შეგახსენებთ, რომ გუშინდელი შეხვედრა "ინტერმა" ანგარიშით 4-1 გაიმარჯვა, ამ მატჩში კი გოლის გატანა დიეგო მილიტომაც მოახერხა.

"არასოდეს განმიცხადებია, რომ მსურს კლუბის დატოვება. ათასჯერ მითქვას, რომ ბედნიერი ვარ "ინტერში" თამაშით. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომლებიც ძალიან მეხმარებიან". - განაცხადა მილიტომ.

ასევე გეტყვით იმასაც, რომ მედიები ხშირად არგენტინელ ფორვარდს ფრანგულ "პსჟ"-ს უკავშირებენ.
კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 593 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.4/9
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]