17:15 ბორიელო “იუვენტუსში” გადადის | |
“რომას” თავდამსხმელი მარკო ბორიელო კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, რომ ტურინელებმა როგორც ფეხბურთელთან, ასევე რომაული კლუბის ხელმძღვანელობასთან ყველა პირობა შეატანხმეს. ფორვარდი “იუვენტუსში” სეზონის ბოლომდე იჯარით გადავა, ხოლო ზაფხულში ტურინელები მისი ტრანსფერის გამოსყიდვას 8 მილიონ ევროდ შეძლებენ. 29 წლის ბორიელო “რომაში” 2010 წლიდან გამოდის და 36 მატჩში 15 გოლი გაიტანა. | |
|