aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 13 » ბუფონი ბალოტელი-პაცინის დუეტს აქებს
09:34
ბუფონი ბალოტელი-პაცინის დუეტს აქებს
იტალიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი, ჯანლუიჯი ბუფონი ბალოტელი-პაცინისგან შემდგარ თავდასხმის ახალ ხაზზე საუბრობს და თანაგუნდელებს აქებს.
როგორც იცით, “სკუადრა აძურამ” ჯუზეპე როსი და ანტონიო კასანო ხანგრძლივი დროით დაკარგა. პოლონეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩში, იტალიელთა წინა ხაზში მარიო ბალოტელი და ჯამპაოლო პაცინი თამაშობდნენ. “სკუადრა აძურამ” 2:0 მოიგო და გოლები სწორედ ამ ფეხბურთელებმა გაიტანეს.
“ორივემ კარგად ითამაშა. როგორც იქნა, ბალოტელიმ საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილება მიიღო და იგი წამყვან ფეხბურთელად იქცა. ახალ როლთან შესაგუებლად, მარიოს ძალზე ცოტა დრო სჭირდება” – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.
კატეგორია: ნაკრები | ნანახია: 604 | დაამატა: BADRI | რეიტინგი: 1.0/7
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]