aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 27 » Corriere dello Sport: "ინტერი სნეიდერს ყიდის"
23:24
Corriere dello Sport: "ინტერი სნეიდერს ყიდის"
ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა შესაძლოა იანვარშივე შეიცვალოს კლუბი. Corriere dello Sport - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ინტერი მზად არის 27 წლის ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ კლუბში გაყიდოს.

ინტერი აპირებს სნეიდერის ტრანსფერში მიღებული თანხა გამოიყენოს პრობლემატური პოზიციების გასაძლიერებლად.

შეგახსენებთ, რომ სნეიდერის პრემიერ ლიგაში გადაბარგებაზე ამ ზაფხულსაც იყო საუბარი. ჰოლანდიელი ფეხბურთელით ყველაზე აქტიურად მანჩესტერული კლუბები, "სიტი" და "იუნაიტედი" ინტერესდებიან.

სნეიდერი "ინტერის" რიგებში 2009 წლიდან გამოდის და მას შემდეგ, ყველა ტურნირის გათვალისწინებით ჩატარებულ 89 შეხვედრაში 17 გოლის გატანა და 30 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
კატეგორია: ინტერი | ნანახია: 534 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/4
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]