aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10 » დელ პიერო: ” “რომა”, გელოდებით! ”
11:05
დელ პიერო: ” “რომა”, გელოდებით! ”
37 წლის ალესანდრო დელ პიერომ “ბოლონიას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოედანზე 120 წუთი დაჰყო და თუ ვინმეს ეტყობოდა დაღლა, მათ შორის დელ პიერო ნამდვილად არ იყო.

კაპიტანი მოედანზე “ჩეზენასთან” მიღებული ტრავმის გამო დადებული რვა ნაკერით გამოვიდა. როგორც ჩანს, დელ პიეროს ენთუზიაზმი არც მომავალი დაპირისპირებებისათვის დააკლდება…

” “ბოლონიას” ბარიერის გადალახვისა და თასის მეოთხედფინალში გადასასვლელად 120 წუთის თამაში გახდა საჭირო. ეს რთული შეხვედრა იყო, მაგრამ ბოლო დამატებით წუთზე გაშვებულ გოლზე რეაგირების მოხდენა შევძელით. მიადევნეთ თვალი მატჩის მიმდინარეობას და ნახავთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ტურნირი ჩვენთვის, მას ჩვენს მაისურზე მესამე, ვერცხლის ვარსკვლავის დამატებისაკენ მივყავართ, რასაც “კოპა იტალიას” მეათეჯერ მოგება მოგვიტანს. გულშემატკივრები მთელი შეხვედრის განმავლობაში მხარში გვედგნენ და ეს მნიშვნელოვანი დეტალია. მინდა ასეთი თბილი გულშეამტკივრობისათვის ყოველ მათგანს მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება ჩემს თამაშს, მოდით ვთქვათ, რომ ტრავმა დავძლიე, არც თავზე წაკრულ მანჟეტს შევუწუხებივარ, ჩატარებული შეხვედრით, ამ 120 წუთით კმაყოფილი ვარ. ახლა შემიძლია მხოლოდ ორშაბათის გამოწვევაზე ვკონცენტრირდე. გაჩერება უკვე აღარ შეგვიძლია! “რომა”, გელოდებით! ”
კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 560 | დაამატა: BADRI | ტეგები: გელოდები, დელ პიერო: ” “რომა” | რეიტინგი: 1.8/10
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]