15:27 დღეს გალიანი ჯოორაბჩიანს შეხვდება... | |
უკვე დადასტურებულია, რომ დღეს რიოში შედგება შეხვედრა ადრიანო გალიანისა და კარლოს ტევესის აგენტს, კია ჯოორაბჩიანს შორის. არგენტინელი კვლავ მის პოზიციაზე რჩება, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მისმა აგენტმა: მას უბრალოდ მხოლოდ "მილანში" უნდა. შესაძლოა ამის შესახებ მან კიდევ ერთხელ განუცხადა გალიანის, ამჯერად ტელეფონის საშუალებით. Sky Sport-ის ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის ოფიციალურ ბლოგში სწორედ "როსონერის" წარმომადგენლებისა და კარლოს ტევესის აგენტის შეხვედრაზე ისაუბრა. ფეხბურთელისთვის, რომელიც ამ ზამთარს 100%-ით დატოვებს "მანჩესტერ სიტის", შესაძლოა სატრანსფერო ბაზარზე ნამდვილი დერბი გაიმართოს. "ამჟამად", - აგრძელებს ის - "ინტერის" წამომადგენლები აგრძელებენ მასზე დაკვირვებას, ხელმძღვანელ მორატისთან ერთად. ლონდონში "სიტის" წარმომადგენლებთან შეხვედრის სიტუაციის შეფასება ასეთია: ბრანკა დღეს ან "პარმასთან" მატჩის შემდეგ ისადილებს მორატისთან ერთად."
| |
|