aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » ძამპარინი: ” “იუვე” პასტორეში 30 მილიონს იხდიდა “
15:08
ძამპარინი: ” “იუვე” პასტორეში 30 მილიონს იხდიდა “
სიცილიური "პალერმოს” პრეზიდენტმა, მაურისიო ძამპარინიმ, მისი გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, ხავიერ პასტორეს ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიური კლუბებიდან პირველი, ვინც მათ დაუკავშირდა, ტურინის "იუვენტუსი” იყო. საბოლოოდ არგენტინელი ნახევარმცველი "პსჟ” – ში გადაბარგდა, რადგან ამ კლუბმა ყველაზე მაღალი, 42 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა:"”პსჟ” - თან მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა და პასტორეც პარიზში აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ დაახლოებით 3 წელიწადში ეს გუნდი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო იქნება. იტალიური კლუბებიდან ყველაზე ადრე "იუვენტუსი” გამოგვეხმაურა. ბეპე მაროტამ პასტორეს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შემომთავაზა. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ არგენტინელი მისი კლასის შესაბამის ფასად გავასხვისეთ.” – განაცხადა ძამპარინიმ.
კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 535 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]