21:05 ელ შაარავი პოდოლსკის შემცვლელად | |
მილანის შემტევის სტეფან ელ შაარავის აგენტმა დაადასტურა კიოლნის ინტერესი ფეხბურთელის მიმართ. "თხებმა" უკვე წინადადებითაც კი მიმართეს "როსონერის", გერმანელებს 19-წლის იტალიელის ჯერ იჯარით აყვანა სურთ და კარგი თამაშის შემთხვევაში მის კონტრაქტს სრულფასოვნად გამოისყიდიან. ელ შაარავი კალჩოს ერთ-ერთ ამომავალ ვარვსკვლავად ითვლება, თუმცა მილანის შემადგენლობაში დამკვიდრებას ვერ ახერხებს. ამის გამო ნიჭიერი შემტევის სახელს ხშირად უკავშირებენ სხვადასხვა კლუბებს. მისი აგენტი რობერტო ლა ფიორიო არ ადასტურებს მილანიდან წასვლის ალბათობას, თუმცა არც დარჩენაზე უთქვამს სიტყვა: "მირჩევნია, რომ არაფერი ვთქვა კონკრეტული, რაც ელ შაარავის ეხება. მალე თვითონ გაიგებთ ყველაფერს. ახლა ეს ფეხბურთელი უდიდესი ზეწოლის ქვეშ არის და სწორი გადაწყვეტილების მიღება უნდა, მივცეთ მას დრო!"-განაცხადა ლა ფიორიომ Goal.com Italia-თან საუბარში. კიოლნს რაც შეეხება, მათ ელ შაარავი ლუკას პოდოლსკის შემცვლელად უნდათ, რომელზეც ევროპის რამოდენიმე კლუბი "ნადირობს" და სავარაუდოთ, გერმანიის ნაკრების ფორვარდი მალე დატოვებს თავის მშობლიურ კლუბს კიდევ ერთხელ. | |
|