aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 8 » ინძაგი კარიერის დასრულებას არ გეგმავს
17:10
ინძაგი კარიერის დასრულებას არ გეგმავს
"მილანის” ფორვარდმა ფილიპო ინძაგიმ თქვა, ახლა კარიერა რომ დავასრულო, შესაძლოა გაგიჟდეო.
"38 წლის ასაკში კარიერის დასრულება რომ მომიწიოს, ალბათ გავგიჟდები. ძალიან მინდა, კარიერა "მილანის” მაისურით დავამთავრო. ჩემი აზრით, აქ ყველას ვუყვარვარ. ბოლო ორი თვის განმავლობაში გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. ჩემი მიზანია, კარიერის ბოლო მატჩი სწორედ "მილანში” ჩავატარო. ჩემს აგენტს რამდენიმე გუნდის წარმომადგენელთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ არავის სჯერა, რომ "როსონერის” რიგებს დავტოვებ. მწვრთნელის გადაწყვეტილებას ვეთანხმები, რომელიც ცოტა სათამაშო დროს მაძლევს. ვცდილობ, მას დავუმტკიცო, რომ თამაში ჯერ კიდევ შემიძლია”, – იუწყება ინძაგის სიტყვებს Football Italia.
ინძაგი "მილანში” 2001 წლიდან გამოდის და 291 შეხვედრაში 125 გოლი გაიტანა.
კატეგორია: მილანი | ნანახია: 543 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]