11:46 “ინტერი” ტევესში 25 მილიონს იხდის | |
იტალიური "მილანის” შემდეგ, ინგლისის "მანჩესტერ სიტისთან” არგენტინელი ფორვარდის, კარლოს ტევესის ტრანსფერთან დაკავშირებით, შეთანხმება მილანელთა თანაქალაქელმა "ინტერმა” სცადა და "ქალაქელებს” ოფიციალური წინადადებით მიმართა. Sky Sports-ის ინფორმაციით, "ინტერნაციონალეს” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ დაადასტურა, რომ "სიტის” 27 წლის არგენტინელის შეძენის სურვილით ოფიციალურად მიმართა, 25 მილიონი ევრო შესთავაზა და ახლა ინგლისელთა პასუხს ელოდება. "ჩვენს საქმეში საიდუმლოს შენახვა იოლი არაა. დიახ, "მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებს ტევესის ტრანსფერის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შევთავაზეთ. ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული და თავად უნდა გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა ჩვენს წინადადებას”, - უთხრა მორატიმ Controcampo-ს. "ინტერისა” და "მილანის” გარდა, ტევესის შეძენით, რომელიც ამ ეტაპზე დროს უქმად ატარებს, "პსჟ” და რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული.
| |
|