09:20 „ინტერის“ ძლევით „უდინეზე“ „მილანს“ გაუთანაბრდა | |
სერია A-ს გუშინდელი შეხვედრებიდან ერთი უხვგოლიანობით, ხოლო მე-2 დაძაბული და დრამატული თამაშით გამოირჩა. გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს თავიდანვე „ინტერისა" და „უდინეზეს" დაპირისპირება იწვევდა, რომელმაც მოლოდინი გაამართლა. მატჩის უმთავრესი მოვლენები ბოლო ოც წუთში განვითარდა. 73-ე წუთზე, ფლორო ფლორესის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში შეჭრილმა ისლამ ზუსტად დაარტყა, რასაც მე-2 ტაიმში მეტოქეზე უკეთ მოთამაშე „უდინეზეს" დაწინაურაბა მოჰყვა. 86-ე წუთზე, ძანეტიმ საკუთარ საჯარიმოში ასამოა წააქცია, რისთვისაც იგი მე-2 ყვითელი ბარათით, ხოლო მისი გუნდი პენალტით დაისაჯა. „ინტერს" ქულის გადარჩენის შანსი ჟულიო სეზარმა შეუნარჩუნა, რომელმაც დი ნატალეს მიერ 11 მეტრიდან დარტყმული მოიგერია. სამ წუთში, თანაგუნდელს გარჯა წყალში პაცინიმ ჩაუყარა. დიეგო მილიტოს მიერ მოპოვებული პენალტის დარტყმის დროს, იტალიელ თავდამსხმელს ფეხი დაუცდა, რასაც ბურთის ტრიბუნებზე გაგზავნა მოჰყვა. ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში, „ინტერმა" ორტურიანი შესვენების შემდეგ წააგო და რანიერის გუნდი კვლავ გასავარდნი ზონის სიახლოვეს იმყოფება. რაც შეეხება „უდინეზეს", ზედიზედ მე-2 მოგებით, იგი მე-2 მილანურ გუნდს გაუთანარბდა. უხვგოლიანი გამოდგა დღის მე-2 შეხვედრა, რომელშიც „ნაპოლიმ" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ნეაპოლელებმა „ლეჩეს" საქმე პირველსავე ტაიმში მოუმთავრეს, გაუტანეს რა სტუმრებს 3 უპასუხო გოლი. მე-2 ნახევარი „ლეჩემ" მოიგო, მაგრამ ბოლოადგილოსანი გუნდი ამან მხოლოდ განადგურებისგან იხსნა. ინტერი-უდინეზე 0:1 (0:0) მილანი, "ჯუზეპე მეაცა” 56000 ინტერი (4-4-2): სეზარი, ძანეტი, რანოკია, სამუელი, კივუ (სტანკოვიჩი 80), ფარაონი (სარატე 62), კამბიასო, მოტა, ალვარესი (ნაგატომო 46), მილიტო, პაცინი. მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი. უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი, ბენატია, დანილო, ფერონატი, ბასტა, ისლა, პინცი, ასამოა, არმერო, ტორხე (ფლორო ფლორესი 62), დი ნატალე (ეკსტრანდი 90). მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი. გოლი: 0:1 ისლა (73). 86-ე წუთზე, დი ნატალემ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (მეკარე). 89-ე წუთზე, პაცინიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტერიანი (ააცილა). გაფრთხილებები: ძანეტი 47, მოტა 82 - არმერო 64, პინცი 84, ფერონეტი 89. გაძევება: ფერონეტი 90. მსაჯი: ანდრეა გერვაზონი. ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 13 (2)-8 (5), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 2-10, სეივი: 4-4, ჯარიმა: 11-12. ნაპოლი-ლეჩე 4:2 (3:0) ნეაპოლი, "სან პაოლო” 49000 ნაპოლი (3-4-3): დე სანკტისი, ფერნანდესი, არონიკა, ფიდელეფი (გრავა 75), მაჯო, ჯემაილი, ინლერი (ჰამშიკი 66), დოსენა, ლავესი, კავანი, პანდევი (გარგანო 60). მწვრთნელი: ვალტერ მაცარი. ლეჩე (5-4-1): ბენასი, ოდო, ფერარიო, ტომოვიჩი, ესპოზიტო (კორვია 46), მესბა, კუარდადო, გროსმიულერი (ობოდო 46), სტრასერი, პასკუატო (ბერტოლაჩი 71), მურიელი. მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო. გოლები: 1:0 ლავესი (26), 2:0 კავანი (33), 3:0 ჯემაილი (31), 3:1 მურიელი (54), 4:1 კავანი (82), 4:2 კორვია (90+2). გაფრთხილებები: ფიდელეფი 13 - სტრასერი 50, ფერარიო 81. მსაჯი: ანდრეა რომერო. ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 13 (8)-8 (4), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 7-8. 1. მილანი 13 8 3 2 29:14 27 2. უდინეზე 13 8 3 2 16:6 27 3. იუვენტუსი 12 7 5 0 22:10 26 4. ლაციო 12 6 4 2 16:9 22 5. ნაპოლი 13 5 5 3 21:13 20 6. პალერმო 12 6 1 5 16:15 19 7. რომა 12 5 2 5 15:14 17 8. კატანია 12 4 5 3 14:18 17 9. ჯენოა 12 4 3 5 14:16 15 10. პარმა 12 5 0 7 15:20 15 11. კიევო 12 4 3 5 10:16 15 12. სიენა 12 3 5 4 14:11 14 13. ატალანტა 12 5 5 2 16:15 14 14. კალიარი 12 3 5 4 11:13 14 15. ინტერი 12 4 2 6 14:18 14 16. ფიორენტინა 12 3 4 5 10:11 13 17. ბოლონია 12 3 2 7 10:18 11 18. ნოვარა 12 2 4 6 14:21 10 19. ჩეზენა 12 2 3 7 6:13 9 20. ლეჩე 13 2 2 9 11:23 8 ბომბარდირები დენისი („ატალანტა") – 10, დი ნატალე („უდინეზე") – 9, იბრაჰიმოვიჩი („მილანი") – 8, ჯოვინკო („პარმა"), კავანი („ლაციო") – 7, კლოზე („ლაციო"), მატრი („იუვენტუსი") – 6. 4 დეკემბერი კატანია-კალიარი; ბოლონია-სიენა; კიევო-ატალანტა; ფიორენტინა-რომა; იუვენტუსი-ჩეზენა; პარმა-პალერმო. 5 დეკემბერი ლაციო-ნოვარა. | |
|