aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 8 » იტალიაში მასპინძლებმა 2012 რიხით დაიწყეს
11:02
იტალიაში მასპინძლებმა 2012 რიხით დაიწყეს
სერია A-ს 2012 წლის პირველი ტურის გუშინდელი სათამაშო დღე მასპინძელი გუნდების თვალსაჩინო უპირატესობით გამოირჩა. ჩატარებული ორი შეხვედრიდან სტუმრები ორივეში განადგურდნენ.
მოულოდნელობა იყო რომის „ლაციოს" სიენაში შერცხვენა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა დედაქალაქელებმა 2012 წელი ძალიან ცუდად დაიწყეს და ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი „სიენასგან" 4 უპასუხო გოლი გაუშვეს. ბიცარის კარში გოლები დესტრომ და კალაიომ გაიტანეს. პირველმა მათგანმა, მე-11 და 81-ე წუთებზე, როსეტინისა და დელ გროსოს გადაცემებით იხეირა, ხოლო მეორემ, ამ გოლებს შორის, 2 თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. შეხვედრაში ინტრიგა კალაიოს მე-2 გოლის შემდეგ მოკვდა, რადგან სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნას თან მეკარის გაძევებაც ახლდა.
2012 წელი ზედიზედ მე-5 თამაშის მოგებით დაიწყო „ინტერმა", რომელიც „პარმასთან" ფავორიტად კი ითვლებოდა, მაგრამ „ჯვაროსნების" კარში 5 უპასუხო გოლის გატანა მაინც შეგვიძლია მოულოდნელობად მოვნათლოთ.
„ინტერმა" სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს მშვიდად ყოფნის საბაბი უკვე მე-18 წუთზე მისცა, როდესაც მეტოქეს მე-2 გოლი გაუტანა. ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა. პირველი გოლი აქტივში თამაშის გმირმა, დიეგო მილიტომ ჩაიწერა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან რიკი ალვაერესის ჩაწოდების შემდეგ დასწრებაზე კარგად ითამაშა. ხუთ წუთში, დაახლოებით 20 მეტრიდან ძალიან ძლიერი დარტყმით, ტიაგო მოტამ სტუმრები მეორედ დაამწუხრა. 41-ე წუთზე, მაიკონის ფლანგური გადაცემის შემდეგ, მოხდენილი თავურით, მილიტომ დუბლი გაიფორმა და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა.
მე-2 ტაიმი ათიოდე წუთის დაწყებული იყო, როდესაც „ინტერის" არგენტინელი შემტევი უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა. მასპინძელთა კონტრშეტევის დროს, მილიტომ ერთი მეტოქე იოლად მოატყუა და პაცინი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ხოლო მილანელთა მე-7 ნომერს გოლის გატანა არ გასჭირვებია. ანგარიშს საბოლოო სახე ძალიან ლამაზი გოლით მიეცა. 79-ე წუთზე, კარიდან დაახლოებით ოცდაორ მეტრში მყოფმა ახალგაზრდა ფარაონიმ ეფექტურად დაარტყა, რის შედეგადაც, ბურთი სტუმართა კარში ლამაზად ჩაეშვა.
 
სიენა-ლაციო 4:0 (3:0)
სიენა, "არტემიო ფრანკი” 7623
სიენა (4-4-2): პეგოლო, ანჯელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო, ბრიენცა, ბოლცონი, გაცი (კოდრეა 67), გროსი (მანინი 49), კალაიო, დესტრო (რეგინალდო 83).
მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.
ლაციო (4-4-2): ბიცარი, სკალონი (კარიცო 45), ბიავა, სტანკევიჩუსი, რადუ, სკული (დიაკიტე 80), კანა (გონსალესი 46), ლედესმა, ლულიჩი, კლოზე, სისე.
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
გოლები: 1:0 დესტრო (11), 2:0 კალაიო (35, პენ), 3:0 კალაიო (45+3, პენ), 4:0 დესტრო (81).
გაფრთხილებები: დესტრო 12, როსეტინი 54, დელ გროსო 88 - სკული 74.
გაძევება: ბიცარი 45+2.
მსაჯი: ანდრეა გერვაზონი.
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 14 (7)-10 (3), კუთხური: 1-7, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-3, ჯარიმა: 14-10.
 
ინტერი-პარმა 5:0 (3:0)
მილანი, "ჯუზეპე მეაცა”
ინტერი (4-3-1-2): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო, ძანეტი, მოტა, კამბიასო (პოლი 57), ალვარესი (კოუტინიო 72), პაცინი, მილიტო (ფარაონი 76).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
პარმა (4-4-2): მირანტე, ძაკარდო, პალეტა, ბრანდაო, გობი, ბიაბიანი, მორონე (პერეირა 60), გალოპა (მუსაჩი 68), მოდესტო (პელე 55), ჯოვინკო, ფლოკარი.
მწვრთნელი: ფრანკო კოლომბა.
გოლები: 1:0 მილიტო (13), 2:0 მოტა (18), 3:0 მილიტო (41), 4:0 პაცინი (56), 5:0 ფარაონი (79).
გაფრთხილებები: სამუელი 24 - გალოპა 31.
მსაჯი: ანტონიო ჯანოკარო.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (7)-11 (3), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 0-4, სეივი: 3-2, ჯარიმა: 12-11.
 
1. მილანი 16 10 4 2 35:16 34
2. იუვენტუსი 16 9 7 0 27:11 34
3. უდინეზე 16 9 5 2 20:9 32
4. ლაციო 17 8 6 3 24:17 30
5. ინტერი 17 9 2 6 27:19 29
6. ატალანტა 16 6 8 2 23:19 26
7. ნაპოლი 16 6 6 4 29:18 24
8. რომა 16 7 3 6 21:19 24
9. კატანია 16 5 7 4 20:23 22
10. პალერმო 16 6 3 7 18:20 21
11. ჯენოა 16 6 3 7 19:24 21
12. კიევო 16 5 5 6 13:18 20
13. პარმა 17 5 4 8 21:31 19
14. სიენა 17 4 6 7 18:16 18
15. ფიორენტინა 16 4 6 6 15:15 18
16. კალიარი 16 4 6 6 12:17 18
17. ბოლონია 16 4 3 9 14:24 15
18. ნოვარა 16 2 6 8 17:29 12
19. ჩეზენა 16 3 3 10 8:20 12
20. ლეჩე 16 2 3 11 17:33 9
 
ბომბარდირები
დენისი („ატალანტა") – 11, დი ნატალე („უდინეზე"), იბრაჰიმოვიჩი („მილანი") – 10, კლოზე („ლაციო") – 9, ჯოვინკო („პარმა"), კავანი („ლაციო"), იოვეტიჩი („ფიორენტინა") – 7, მატრი („იუვენტუსი"), მარკიზიო („იუვენტუსი"), პალასიო („ჯენოა"), ოსვალდო („რომა"), მილიტო („ინტერი") – 6.
 
8 იანვარი
უდინეზე-ჩეზენა; ატალანტა-მილანი; ბოლონია-კატანია; კალიარი-ჯენოა; ლეჩე-იუვენტუსი; ნოვარა-ფიორენტინა; რომა-კიევო; პალერმო-ნაპოლი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 667 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/6
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]