16:36 “იუვენტუსი” კრასიჩის გაყიდვას არ აპირებს | |
ტურინის "იუვენტუსი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სერბი მარჯვენაფლანგელის, მილოშ კრასიჩის გაშვებას არ აპირებს. ფეხბურთელის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კრასიჩი ტურინულ კლუბში სათამაშო დროის შემცირებით უკმაყოფილი იყო და ამიტომ, სხვა გუნდში გადასვლას აპირებდა. თუმცა, "იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ სერბის წასვლა გამორიცხა. "კრასიჩთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არსებობს. მას ჩემთვის სხვა გუნდში გაშვება არ უთხოვია. ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა მოთამაშეები უკეთეს სათამაშო ფორმაში არიან”, – იუწყება მაროტას სიტყვებს Tuttosport-ი. 27 წლის კრასიჩი "იუვენტუსში” მოსკოვის ცსკა-დან 2010 წელს 15 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა და პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა – 41 მატჩში 9 გოლი გაიტანა. თუმცა, 2011-2012 წლების სეზონში მას ადრინდელივით აღარ წყალობენ და სერბმა 6 მატჩში მეტოქის კარი ერთხელ აიღო. | |
|