18:51 კასანო და "მილანი" "დაქორწინდებიან"... | |
ანტონიო კასანო თავს უკეთესად გრძნობს, იგი ვარჯიშობს ფიზიკურად და მალე მზად იქნება დაუბრუნდეს საფეხბურთო ბუმს. ბარიში დაბადებულს სურს კვლავ დაიბრუნოს და ითამაშოს "როსონერის" მაისურით: გუნდი ელოდება მის დაბრუნებას, როგორც პრესა იტყობინება, გუშინ გარკეული შეტყობინებები იქნა გაგზავნილი კასანოს მისამართით გუნდისა და გუნდის ვიცე-პრეზიდენტის, ადრიანო გალიანის მხრიდან, ეს ყველაფერი კი "მილანისა" და "არსენალის" დაპირისპირების შემდეგ მოხდა. სიყვარული და ურთიერთგაგება ფანტანტონიოსა და "მილანს" შორის ახლა იმაზე დიდი და ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ამიტომ "ეშმაკები" გუნდის 99 ნომერთან "დაქორწინდებიან". MilanNews.It-ის მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, კასანოს აგენტი ბეპე ბოცო და გალიანი-ბრაიდას ტანდემი უკვე შეთანხმდნენ ყველა დეტალზე, რათა ანტონიოს "მილანთან" 2014 წლის 30 ივნისამდე გაფორმებული კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2015 წლამდე გახანგრძლივდეს. ეს ფაქტი კი ნამდვილად ადასტურებს "მილანის" ხელმძღვანელების ნდობას ბარელი ფეხბურთელისადმი, რომელიც უკვე გახდა მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სიმბოლო | |
|