13:46 კიდევ ერთი შანსი ტოტის | |
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ ფრანჩესკო ტოტისთვის კარი "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში ჯერ კიდევ ღიაა. რომას ცოცხალი ლეგენდა შესანიშნავ სეზონს ატარებს, ეს ყველაფერი კი გუნდის შედეგზეც ისახება. გასულ უქმებზე შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ "მგლები" ლიდერებს მიუახლოვდნენ და საპრიზო ადგილების დაკავების ამბიცია გაუჩნდათ. რაც შეეხება ტოტის, მან ორჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. რომას კაპიტანი 2006 წელს წავიდა ნაკრებიდან, თუმცა იმის შემდეგ არაერთხელ ჰქონია მოწვევა დაბრუნებაზე. ტოტი უარს ამბობდა, მაგრამ როგორც ჩანს, ლეგენდარული "ათიანი" კვლავ მოირგებს ეროვნული ნაკრების მაისურს: "ტოტი შესანიშნავ სეზონს ატარებს და ბუნებრივია, რომ ჩემი ყურადღება დაიმსახურა." "ევროპის ჩემპიონატამდე რამოდენიმე ამხანაგური მატჩის ჩატარება გვიწევს და ფრანჩესკოს გამოძახება ჩემს გეგმებში შედის. იმედია ის არ მეტყვის უარს." "იმ შემთხვევაში თუ ტოტის დაბრუნება გაამართლებს, მე მას აუცილებლად წავიყვან კონტინენტის პირველობაზე."-განაცხადა პრანდელიმ.
| |
|