16:59 კლაუდიო მარკიზიო 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელია | |
Tuttosport - მა საფეხბურთო ექსპერტებს ტურინის "იუვენტუსთან” დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო შეკითხვა დაუსვა, რომელზე დაყრდნობითაც გამოვლიდან 2011 წლის "ოსკარის” მფლობელის ვინაობა… 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - კლაუდიო მარკიზიო, რომელმაც 23 ხმა დააგროვა.ჯანლუიჯი ბუფონი და ალესანდრო დელ პიერო ამ ნომინაციაში მხოლოდ 4-4 ხმას დასჯერდნენ. 2011 წლის საუკეთესო ტრანსფერი – ანდრეა პირლო, რომელმაც 24 ხმა დააგროვა.მეორე ადგილი არტურო ვიდალმა დაიკავა 6 ხმით, ანტონიო კონტემ კი 4 ხმას მოუყარა თავი. წლის იმედგაცრუება - მილოშ კრასიჩი, მან 12 ხმა დააგროვა.11 ხმით მეორე პოზიცია კარვალიო ამაურიმ დაიკავა. 2011 წლის სიურპრიზი – ანდრეა ბარძალი და კლაუდიო მარკიზიო, 9-9 ხმით.სიმონე პეპეს მხარი 7 – მა ექსპერტმა დაუჭირა. 2011 წლის საუკეთესო ახალგაზრდა - ჩირო იმობილე 21 ხმით.ფრედერიკ სორენსენმა და ლუკა მარონემ ექსპერტებისგან 4-4 ხმა მიიღეს. 2011 წლის საუკეთესო მატჩი - "იუვენტუსი” 2-0 "მილანი” ( 22 ხმა ), "ინტერი” 1-2 "იუვენტუსი” ( 11 ხმა ), "ნაპოლი” 3-3 "იუვენტუსი” ( 3 ხმა )
| |
|