23:20 კლოზე "ლაციოში" გადასვლით კმაყოფილია | |
რომის "ლაციოს" 33 წლის გერმანელმა თავდამსხმელმა, მიროსლავ კლოზემ განაცხადა, რომ ის კმაყოფილია "ლაციოში" თამაშით. "რომში მე ძალიან კმაყოფილი ვარ.ეს სწორედ ის კლუბია , სადაც მე მსურდა თამაში.შესანიშნავი შეგრძნებაა იყო "ლაციოს" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე.ეს ყველაფერი დაეტყო ჩემს ფსიქოლოგიას და ფიზიკურ მდგომარეობას" – განაცხადა კლოზემ Football Italia-სთან საუბრისას. "რა თქმა უნდა ჩემი მიზანი ნაკრებში გამოძახება და ევრო-2012-ზე თამაშია.ეს ჩემი მთავარი ამოცანაა,მაგრამ არა ერთადერთი " დაასრულა მიროსლავ კლოზემ. შეგახსენებთ რომ კლოზე "ლაციოში'' წელს გადავიდა და სერია ა-ში ჩატარებულ 14 მატჩში 9-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. | |
|