aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 8 » ლავესი: ვარჯიშებიდან წასვლა ზოგჯერ მანქანის საბარგულში მყოფს მიწევდა
15:47
ლავესი: ვარჯიშებიდან წასვლა ზოგჯერ მანქანის საბარგულში მყოფს მიწევდა
"ნაპოლის" ფორვარდმა ესეკიელ ლავესმა გუნდის ფეხბურთელების მიმართ ნეაპოლელი გულშემატკივრების სიყვარულზე ისაუბრა.

"ვაფასებ იმ გრძნობას, რომელიც ჩვენს გულშემატკივრებს უჩნდება, როცა მათ გოლებითა და გამარჯვებებით ვახარებთ. თუმცა ნეაპოლში დღემდე ვერ მომიძებნია ადგილი რომ განმავრტოვდე. პრაქტიკულად ყოველთვის სახლში ვარ ჩაკეტილი. მუდამ ერთ ადგილას ვჭამ, ქალაქის ცენტრში არ მივდივარ ხოლმე.

ერთხელ ქალაქში საყიდლებზე გავემგზავრე. იქიდან სამი საათის განმავლობაში ვერ გამოვდიოდი. ხალხის ნაკადმა მოძრაობა გადაკეტა, რის შემდეგ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

სხვა შემთხვევებიც ყოფილა. ერთხელ, როცა "მილანს" გოლი გავუტანე, ერთი ფანი აპირებდა ჩემთვის დოღის ცხენი ეჩუქებინა. ზოგჯერ ვარჯიშებიდან წასვლა ჩემი მანქანის საბარგულში მყოფს მიწევს. დარწმუნებული ვარ, არსად უყვართ თავისი გუნდის ფეხბურთელები ისე როგორც აქ", - თქვა ლავესიმ.
კატეგორია: ნაპოლი | ნანახია: 600 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/6
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]