aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 28 » ლიპი: ალეგრი საუკეთესოა
14:57
ლიპი: ალეგრი საუკეთესოა
მარჩელო ლიპის სჯერა, რომ მასიმილიანო ალეგრი შექმნის კარგ პირობებს ”მილანის” გამარჯვებისთვის.

ალეგრი ”მილანში” მოსვლის დღიდან ყველაფერს კარგად აკეთებს და ბევრს შეუძლია იმის თქმა, რომ ”მილანმა” 2011 წელი დაასრულა წარმატებით, მათ აიღეს 80 ქულა სერია A-ში და მოიპოვეს ორი ტიტული უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში.

ხელმძღვანელობას ხშირად აკრიტიკებდნენ პრესაში და ფანებიც, მაგრამ ისინი ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, და ისინი ახლა არიან სერია A-ს ლედერები და შემდეგ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგაზე. ლიპის სჯერა, რომ ალეგრი წარმატებული მწვრთნელია.

”ალეგრი კარგი მწვრთნელია, ის ყოველთვის ცდილობს იპოვოს დადებითი. ”მილანის” ფეხბურთელები, ვინც ეროვნულ ნაკრებში იყო ჩემთან, ხშირად ველაპარაკებოდი და ისინი მხოლოდ დადებითს ამბობდნენ ალეგრიზე” - განაცხადა მარჩელო ლიპიმ, რომელმაც "იუვენტუსთან" ერთად სკუდეტო 5-ჯერ მოიგო და "სკუადრა აძურას" მწვრთნელობისას 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

”არ ვფიქრობ, რომ მწვრთნელი არის ”მილანის” პრობლემა, ის ძალიან შემოქმედია, რაც მის გრძნობებშიც გამოიხატება. მართალია, რომ მოედანზე ფეხბურთელები თამაშს იგებენ მათი კლასის წყალობით, მაგრამ მოედანზე ფსიქოლოგიაური მომზადება ეს მწვრთნელის საქმეა”.


ასევე ჩეზარე პრანდელიც აცხადებს, რომ ”მილანი” სკუდეტოს ფავორიტია მიმდინარე სეზონში: ”მილანი" არის სკუდეტოს ფავორიტი, მათ ჰყავთ გამოცდილი და რწმენით სავსე ფეხბურთელები, განსაკუთრებით შეტევაში”. შეგახსენებთ, რომ პრანდელი იქნება ”აძურის” თავკაცი ზაფხული ევრო 2012-ზე. 


”მილანი” ორ დღეში გაფრინდება დუბაიში, მოსამზადებელი ეტაპისთვის და თან გამართავს ამხანაგურ მატჩს ”პსჟ”-ს წინააღმდეგ.
კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 539 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/4
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]