aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14 » “მანჩესტერს” კრასიჩი სურს
16:55
“მანჩესტერს” კრასიჩი სურს
"მანჩესტერ იუნაიტედს” ტურინის "იუვენტუსის” ნახევარმცველის, მილოშ კრასიჩის გადაბირება სურს. ინგლისური გამოცემა The Guardian-ი და იტალიური Tuttosport-ი სერბის სახელს სწორედ "წითელ ეშმაკებს” უკავშირებენ. 
ინგლისური კლუბის თავკაც ალექს ფერგიუსონს 27 წლის ნახევარმცველის დამატება იანვრის სატრანსფერო სეზონშივე სურს. თავის მხრივ, სერბის იჯარით გაშვების წინააღმდეგნი არც ტურინელები არიან. 
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა, კრასიჩის გადაბირება "მილანსა” და "ჩელსისაც” სურთ.
ცნობისთვის, სერბი ნახევარმცველი "ბებერი სინიორას” ღირსებას 2010 წლის ზაფხულიდან იცავს. მის ანგარიშზე 39 მატჩი და 8 გოლია.
კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 629 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]