aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » მერკელი: "მადლობა ალეგრის, მისი წყალობით დავბრუნდი"
13:03
მერკელი: "მადლობა ალეგრის, მისი წყალობით დავბრუნდი"
"მილანში" დაბრუნებით გახარებულმა ალექსანდრ მერკელმა საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა Sky Sport 24-ს.

"ულამაზესია "მილანელოზე" დაბრუნება, მე კარგად ვიცი როგორი გარემო და ხალხია აქ. მათ მე სამშაბათს დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩავსულიყავი "მილანში", რათა კონტრაქტზე ხელი მომეწერა. შემდეგ კი უკვე გუშინ ვითამაშე იტალიის თასზე "ნოვარას" წინააღმდეგ. მე დავბრუნდი "მილანში", რათა აქ დავრჩე, რადგან აქ თამაში ჩემი ოცნებაა. 

მინდა მადლობა გადავუხადო მისტერ ალეგრის, რომელმაც გასულ წელს თამაშის და დებიუტის საშუალება მომცა, მე ყოველთვის ვგრძნობდი ჩემდამი მის ნდობას. 

ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაზე ძლიერი გუნდი ვართ იტალიაში, მაგრამ ამ ყველაფრის დამტკიცება მოედანზე მოგვიწევს. 

პატო? მე ბედნიერი ვარ, რომ იგი დარჩა, ის დიდებული ჩემპიონია. 

ტევესი? თუ ის მოვა, ძალიან კარგი იქნება, რადგან ისიც ჩემპიონია და გუნდში რაც უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი იქნება, "მილანისთვის" უკეთესია."
კატეგორია: მილანი | ნანახია: 533 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/4
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]