22:29 ”მილანის” ოფიციალური განცხადება მარიო იეპესის ტრავმაზე | |
როგორც ვიცით, ”მილანის” ცენტრალურმა მცველმა - მარიო იეპესმა ტრავმა მიიღო. მისი ტრავმა ძალიან მძიმე აღმოჩნდა, რასაც ”როსონერი” ოფიციალურად ადასტურებს. [b]”მილანს”[/b]სურს გაცნობოთ, რომ მარიო იეპესს, რომელმაც ტრავმა ”ბოლონია” – ”მილანის” მატჩის დროს მიიღო, კოჭი აქვს დაზიანებული. დღეს ფეხბურთელი ამსტერდამში ეწვია სპეციალისტს - ექიმ ნიეკ ვან დიიკს, რომელმაც დიაგნოზი დაადასტურა. ტრავმა ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. იეპესს ოპერაცია მომდევნო კვირაში ჩაუტარდება, მის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 10 კვირა დასჭირდება.” | |
|