11:30 "მილანის" შეთავაზება გაკეთებულია, პასუხი სამშაბათს იქნება... | |
რამდენიმე წყარო იტყობინება, რომ ტევესმა უკვე შეიძინა საცხოვრებელი სახლი მილანში, ლა სკალასთან ახლოს. 20:15 - დაიწყო რეალური დერბი სატრანსფერო ბაზარზე "მილანსა" და "ინტერს" შორის, კარლოს ტევესის თაობაზე. კია ჯოორაბჩიანის, ტევესის აგენტის გარდა რიო დე ჟანეიროში ადრიანო გალიანის თავად არგენტინელი თავდამსხმელიც შეხვდება. ამავდროულად, "ინტერის" ტექნიკური დირექტორი მარკო ბრანკა ლონდონში "სიტის" წარმომადგენლებს ხვდება. 20:18 - ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი ნაბიჯი. შეხვედრა რიო დე ჟანეიროში, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ადრიანო გალიანი, კია ჯოორაბჩიანი და რა სიურპრიზია, თავად კარლოს ტევესიც, რათა დაასრულონ მისი "მილანში" ტრანსფერი. 20:21 - მნიშვნელოვანი სიტყვები კია ჯოორაბჩიანის მხრიდან, მან კვლავ დაადასტურა, რომ: "ჩვენ საქმეს მხოლოდ "მილანთან" ვიჭერთ. "ინტერი"? აგვისტოს შემდეგ არაფერი მსმენია." 20:35 - მიუხედავად ლონდონში "სიტის" და "ინტერს" შორის მოლაპარაკებებისა, მალე კარლოს ტევესი რიო დე ჟანეიროში თავის აგენტთან ერთად შეხვდება ადრიანო გალიანის. კია ჯოორაბჩიანთან ერთად თვითმფრინავში იმყოფება თავად არგენტინელი თავდამსხმელიც, ისინი ამ წუთებში აფრინდნენ სან პაოლოდან. მისი აქ ყოფნა კი ადასტურებს, რომ მას სურს "მილანში", და არა "ინტერში" ან "სიტიში", რაც მოლაპრაკებების წარმატებით დასრულების გარანტიაა. ასევე შეიძლება შედგეს ვიდეოკონფერენცია გალიანის, ტევესსა და "სიტის" წარმომადგენლებს შორის, ყველაფერი შესაძლებელია. (gianlucadimarzio.com) 20:53 - დასრულდა შეხვედრა ბრანკასა და მარვუდს შორის. წყაროების მიხედვით, შეხვედრა "ინტერის" წარმომადგენელსა და მის ბრიტანელ კოლეგას შორის უარყოფითად დასრულდა: სავარაუდოდ, ტევესით დაინტერესებული სხვა გუნდები ("მილანი"), უფრო მისაღებ წინადადებას აკეთებენ. "ინტერი" ცდილობს ტევესის მილანში წაყვანას, თუმცა ამ დროისთვის ჰაერში მყოფი და გალიანისთან დიალოგის მქონე არგენტინელი "როსონერიში" გადასვლას უჭერს მხარს. 21:05 - შეხვედრა ბრანკასა და "სიტის" წარმომადგენლებს შორის წარუმატებლად დასრულდა, (მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტელეფონით დაუკავშირდნენ კია ჯოორაბჩიანს), ბრაზილიაში კი სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო შეხვედრა კარლოს ტევესს, მის აგენტს და ადრიანო გალიანის შორის. 21:23 - "ინტერისა" და "სიტის" შორის შეხვედრას შავი კვამლი მოჰყვა, ახლა კი რიო დე ჟანეიროში ერთმანეთს პირისპირ პირველად ხვდებიან ტევესი და გალიანი. ჰაერში ოპტიმიზმი ტრიალებს. 21:31 - მოდის ახალი ინფორმაცია, თუ როგორ შეთავაზებას გააკეთებს "მილანი" კარლოს ტევესის თაობაზე. "როსონერი" უახლოეს დროში დაუკავშირდება "სიტის". გალიანი უკვე ჩვეულ ფორმულას მიმართავს, ანუ "მილანის" ვალდებულებას, რომ ტევესი ითამაშებს. ეს სწორედ იგივე ფორმულაა, რაც გამოყენებულ იქნა "ლივერპულთან" აკვილანის თაობაზე. დაანგარიშება ხდება არგენტინელის თამაშისა იტალიის ჩემპიონატში დარჩენილი 22 და იტალიის თასზე დარჩენილი 6 თამაშიდან: ამ მატჩების ნახევარში თამაში მინიმუმ 45 წუთით, შესაძლოა სწორედ ამან დაარწმუნოს "სიტი", დათანხმდეს "მილანის" პირობებს. 22:02 - გრძელდება საუბარი ტევესს, ჯოორაბჩიანსა და გალიანის შორის. ამ დროისთვის შეხვედრის ირგვლივ არანაირი ხმები არ ვრცელდება. 22:21 - "სიტისა" და "მილანის" მოლაპარაკებების შემდეგ არგენტინელმა კარლოს ტევესმა მილანის ცენტრში აარჩია სახლი, რომელიც დაჯავშნა "12 თვის განმავლობაში მოყოლებული თებერვლიდან". "იგი მდებარეობს შენობის მესამე სართულზე", - აცხადებს ალესანდრო პროტო, ფეხბურთელის ბიზნეს-კონსულტანტი - "ბინა არის ახალი გარემონტებული, აქვს ოთხი საძინებელი, სამი აბაზანა, ფართო, საკმაოდ დიდი მისაღები და სამზარეულო, ავტოფარეხი, ასევე მცირე სათავსო." ყველაფერ ამას ამბობს 37 წლის პროტო, Proto Consulting-ის გენერალური დირექტორი, "ეს ყველაფერი არის 250 კვადრატული მეტრი და ტევესი მასში თვეში 5600 ევროს გადაიხდის, რაც ამ ფართისთვის შესაფერისი თანხაა." ამ ქუჩიდან კი გასასვლელი გადის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ მოედან სან ბაბილიაზე. (sportmediaset) 22:33 - ადრიანო გალიანი და ტევესის აგენტი კია ჯოორაბჩიანი რიოს ერთ-ერთ რესტორანში სადილობენ. როგორც შევიტყვეთ, "მილანს" მზად აქვს შეთავაზება "მანჩესტერ სიტისთვის" ტევესის თაობაზე, რომელიც დღეს საღამოსვე ოფიციალურად გაიგზავნება ინგლისში. "წარმოსახვითი შეთავაზება", განაცხადა გალიანიმ. გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი" ამ შეთავაზებაზე პასუხს არა უმეტეს ორი დღის განმავლობაში ელოდება. (La Gazzetta dello Sport) 22:33 - დასრულდა სატელეფონო კონფერენცია ადრიანო გალიანის, ტევესის აგენტს და "სიტის" წარმომადგენლებს შორის. (La Gazzetta dello Sport) 22:43 - "სიტის" წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ კია ჯოორაბჩიანმა განაცხადა: "ჩვენ დარწმუნებულები ვართ, არის პროგრესი "მანჩესტერ სიტიდან" ტევესის "მილანში" გადასვლასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ მალე საბოლოოდ შავთანხმდებით." (gazzetta.it) 23:44 - როგორც TMW იტყობინება, კია ჯოორაბჩიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. ჯერ არ არუს შესრულებული: კარლოს ტევესი ჯერ კიდევ არ ითვლება "მილანის" ფეხბურთელად. ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ თანახმაა ტევესი იჯარით და 24 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით დაიმატოს. მაგრამ მას ისევ უფასო იჯარა სურს. არსებობს მზარდი ოპტიმიზმი, თუმცა ამისკენ მხოლოდ მცირე ნაბიჯები იდგმება. მოლაპარაკებების დასრულებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა. უახლოეს დღეებში კვლავ იქნება ახალი კავშირები, რათა საბოლოოდ დასრულდეს მოლაპარაკებები. თუმცა ამჟამად არ არის აღნიშვნის დრო. გალიანიმ კი შესაძლოა ახსნას თავისი "წარმოსახვითი შეთავაზება." 23:50 - სიტუაცია უკვე ცნობილია, "მილანმა" გაგზავნა შეთავაზება, ფეხბურთეის იჯარით აყვანაზე გარკვეული ვალდებულებებით და პირობებით, ახლა კი პასუხს ელის ინგლისიდან. ტევესი და მისი აგენტი ძალიან დარწმუნებულები არიან, ახლა კი ვნახოთ რას იზამს "სიტი". დღეს მათთან მოლაპარაკებები აწარმოა "ინტერმაც": მარვუდი და ბრანკა ვერ შეთანხმედნენ, ახლა კი მორატი ეძებს სხვადასხვა გზებს, რომ მოახერხოს შეთანხმება და იპოვოს გამოსავალი. (Gianlucadimarzio.com) 01:45 - იჯარა გამოსყიდვის უფლებით, მაგრამ გარკვეული პირობებით. ეს "მილანის" უკანასკნელი შეთავაზებაა, რომელიც ადრიანო გალიანიმ ელექტრონული ფოსტით გაგზავნა რიოდან, სადაც იგი ჯერ კიდევ იმყოფება ფეხბურთელის აგენტთან ერთად. დღის მეორე ნახევარში ვიდეოკონფერენციაში ჩაერთო ჯონ მაკბიტი, რომელმაც გალიანის სთხოვა, რომ უფრო დამაჯერებელი წინადადება გაეკეთებინა: ასევე, "მილანმა" განაცხადა, რომ იგი მზად არის აიღოს თავზე ტევესის გამოსყიდვის ვალდებულება. მაგალითად, თამაშების რაოდენობა (იტალიის ჩემპიონატის და თასის მატჩების ნახევარში მონაწილეობა), ასევე პირადი და გუნდური მიზნები. ამის შემდეგ იყო საუბარი იჯარის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე, თუმცა თუ ეს არ მოხდება, გუნდი ვალდებულებას იღებს გამოისყიდოს ფეხბურთელი 2013 წელს. ასე რომ, "სიტის" არანაირი პრობლემა არ ექნება ტევესის იჯარით გაშვებაზე (რომელსაც წელიწადში 10 მილიონს უხდის), მომდევნო სეზონშიც კი. ბრიტანეთიდან პასუხი სავარაუდოდ სამშაბათს მოვა, "მილანს" ჯერ კიდევ არ შეუძლია ტევესის გამოყენება, თუმცა თავად არგენტინელს ძალიან სურს "როსონერიში" (ასევე დადასტურებულია, რომ კია ჯოორაბჩიანი ტელეფონით ესაუბრა ბრანკას). "ინტერი" კვლავ ყურადღებითაა, ბრანკა დღეს იმყოფებოდა ლონდონში, ახლა კი მორატისთან ერთად გეგმავს გადამწყვეტ ნაბიჯს და სტრატეგიას. განსაკუთრებით მაშინ, თუ "მილანი" და "სიტი" ვერ დაასრულებენ მოლაპარაკებებს სამშაბათს. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა - ტევესის გზა, ეს კვირა და სიმართლე... (gianlucadimarzio.com) სტატია დაწერა User-ლაშა ჟორჟაძემ
| |
|