17:29 მილანს ტევესი სურს | |
როგორც იტალიური პრესა იტყობინება, "მილანმა" მოლაპარაკებები დაიწყო კარლოს ტევესის ტრანსფერთან დაკავშირებით. Sky Sport Italia ირწმუნება, რომ ადრიანო გალიანი არგენტინელი ფეხბურთელის აგენტს შეხვდა. "როსონერის" სურვილი ის არის, რომ ტევესი იანვარში იჯარით აიყვანოს, რომელიც ტრავმირებულ კასანოს ჩაანაცვლებს. "მილანს" კარლოსის იჯარით აყვანა 5 მილიონი დაუჯდება, ხოლო თუ ზაფხულში კონტრაქტის გამოსყიდვას მოისურვებს, მაშინ იტალიელებს 20 მილიონის გადახდა მოუწევთ მანჩესტერელებისათვის. ტრანსფერის პრობლემას შეიძლება ფეხბურთელის ხელფასი წარმოადგენდეს. ტევესი "სიტიში" წლიურად 8 მილიონს იღებს, რაც "მილანისთვის" დიდი ფულია. | |
|