11:41 „ნაპოლის“ ფეხის დაცდენა | |
მიმდინარე სეზონის სტარტზე, „ნაპოლის" მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგების შემდეგ, გამოითქვა ვარაუდი, რომ ვალტერ მაცარის გუნდის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა იყო და შიდა ასპარეზზე არცთუ ხეირიანად გარჯა სწორედ ამის მიზეზი იყო. ევროტურნირებზე დიდი ხანია შესვენებაა გამოცხადებული, მაგრამ „ნაპოლის" თამაში მაინც შორსაა იმისგან, რასაც ნეაპოლელებმა გასულ სეზონში მიგვაჩვიეს.ზედიზედ 2 მოგების შემდეგ (რაც საწყისი 2 ტურის შემდეგ პირველად მოხდა), ნეაპოლელებმა ქულები სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლ „ბოლონიასთან" დაკარგეს. მე-14 წუთზე, ანგარიში პულცეტის ძალიან კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა აკვაფრესკამ გახსნა. ნეაპოლელებმა წონასწორობა მხოლოდ 71-ე წუთზე აღადგინეს - კავანიმ მეტოქის მიერ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. გასაკვირია, მაგრამ შეხვედრის დარჩენილ ნაწილში მომენტებს უფრო ხშირად სტუმრები ფლობდნენ. გოლის გატანის ორი ძალიან კარგი შანსი მიეცა მარკო დი ვაიოს, მაგრამ ვეტერანმა შემტევმა თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. | |
|