15:42 ნესტა ორი კვირით დაისვენებს | |
იტალიური "მილანის” ვეტერანმა მცველმა ალესანდრო ნესტამ ბარძაყის ტრავმა მიიღო და იძულებითი წესით დასვენება მოუწევს. 35 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის V ტურში, "ბარსელონასთან” 2:3 წაგებულ შეხვედრაში მიიღო. ამის გამო ის მეორე ტაიმში შეცვალეს და Football Italia-ს ცნობით, მინიმუმ ორი კვირა მოედანზე გასვლას ვეღარ მოახერხებს. | |
|