11:24 პალერმო - მილანი: მატჩის შემდგომ კომენტარები | |
გუშინ პალერმომ მილანს უმასპინძლა და 0:4 განადგურდა. პირველ ნახევარში რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 3 ულამაზესი გოლი გაიტანა, მეორე ნახევარში კი 1 გოლის გატანა ტიაგო სილვამ შეძლო.
მასიმილიანო ალეგრი მატჩის შემდეგ: "ვფიქრობ, რომ დავიმსახურეთ ამ მატჩში მოგება. ფეხბურთელებმა კარგად ითამშეს და 4 გოლიც ამიტომ გავიდა. ზლატანი გუნდში უდიდეს საქმეს აკეთებს. იგი შესანიშნავ ფორმაშია და როგორც ჩანს 3 მატჩიანი ბანი მოუხდა მას."
"მიზანს ვუახლოვდებით და ახლა სწორი და კარგი თამაშია საჭირო. რაც მთავარია ახლა ფორმა არ უნდა დაკვარგოთ."
ამ დროს ალეგრიმ არ იცოდა, რომ მათი მთავარი კონკურენტი იუვენტუსი მატჩს შინ კიევოს ვერ მოუგებდა, თორემ აშკარაა, რომ უფრო თამამი იქნებოდა.
"ემანუელსონს ტერფის ტრავმა აქვს. ანტონინის კუნთი აქვს დაჭიმული. ზედორფი, აკვილანი და გატუზო ისედაც გამორიცხულები არიან. - ეს იმ ფეხბურთელთა სიაა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვერ დაგვეხმარებიან ლონდონში, არსენალის წინააღმდეგ." - დაასრულა ალეგრიმ.
ადრიანო გალიანი მატჩის შემდეგ: "იბრაჰიმოვიჩი ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა მე დღეს სტეფან ელ შაარავის და რობინიოს თამაშითაც მოხარული დავრჩი. მათ ყოფნას მოედანზე დიდი მნიშვნელობა აქვს."
"შესანიშნავი მატჩი იყო და გუნდმა კარგად ითამაშა. ეს კარგი გამარჯვება იყო. 6 წელია პალერმოში გამარჯვება არ გვქონდა მოპოვებული, ახლა კი ეს ნავსიც გავტეხეთ, რამაც გამახარა."
"იმედი მაქვს, რომ ემანუელსონის ტრავმა არ იქნება სერიოზული. მან და მთელმა ნახევარდაცვამ დღეს კარგად ითამაშეს. ასევე არშემიძლია არ ავღნიშნო ტიაგო სილვას შესანიშნავი თამაში, რომელმაც ეს ყველაფერი გოლით დააგვირგვინა." - დაასრულა მენეჯერმა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ძალიან გახარებული ვარ. თამაში შესანიშნავად წარიმართა, როგორც ჩემთვის ასევე მთლიანი გუნდისთვის. მილანის ეს შემადგენლობა ახლა საუკეთესოდ თამაშობს. ჩვენ ისე ვთამაშობთ, როგორც გვსურს და თავდასხმაში ძალიან საშიშნი ვართ."
"ამ მატჩში გატანილი ოთხივე გოლი მნიშვნელოვანი იყო. გასულ ტურში იუვესთან, რომ ვერ მოვახერხე თამაში ძალიან დამწუხრებული ვიყავი. მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ გუნდმა უჩემოდაც კარგად გაართვა თავი დავალებას."
"შემდეგი მატჩი ჩვენ სამშაბათს გვაქვს ჩემპიონთა ლიგაზე, ლონდონში და იმედი მაქვს, რომ არსენალის წინააღმდეგაც ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს პალერმოს წინააღმდეგ ვითამაშეთ." - დაასრულა ზლატანმა. | |
|