17:16 პეპე: მადლობა კონტეს! | |
2010/2011 წლის სეზონის დასაწყისში ”უდინეზედან” ”იუვენტუსში” არენდით გადასული სიმონე პეპემ ”იუვეს” ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს კონკურენციას ვერ უწევდა და უმეტეს შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ სიმონეს დანებება არ სურდა და ის იმდენად მონდომებული იყო, რომ მწვრთნელს ამპლუის შეცვლა სთხოვა, რადგან იცოდა რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე გუნდს უჭირდა და ამიტომ ამ პოზიციაზეც ითამაშა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. პეპემ თავის აგენტს გუნდების მოძიება სთხოვა, მისი მთავარი მსურველი კი პეტერბურგის ”ზენიტი” იყო, უფრო კონკრეტულად კი ლუჩანო სპალეტი, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა და ამ ყველაფრის მიუხედავად სიმონეს უფლებათა პაკეტი ”იუვენტუსმა” სრულად გამოისყიდა, რამაც იტალიური, და არამარტო იტალიური მედია გააკვირვა. პეპე კი მაშინდელ ამბებს ამგვარად იხსენებს: ”სათამაშო პრაქტიკის სიმწირის გამო გულდაწყვეტილი და ამავ დროულად იმედიანად ვიყავი. პეტერბურგიდან ლუჩანო სპალეტი დამიკავშირდა და თავის გუნდში გადასვლა მთხოვა. როგორც კი ეს ინფორმაცია კონტემ პრესის საშუალებით შეიტყო, დამირეკა და მითხრა არსად წახვიდეო, ეს კი ნდობის ნიშანი იყო, მართლაც საუცხოო სეზონი მაქვს და ეს ანტონიო კონტეს დამსახურებაა. | |
|