21:09 პრანდელი დი ნატალეს ნაკრებში უხმობს | |
იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი "უდინეზეს” კაპიტანს, ანტონიო დი ნატალეს "სკუადრა აძურაში” გამოძახებას შეპირდა. "მოგეხსენებათ, თებერვალში სანაკრებო პაუზაა. ჩვენ აშშ-ს ნაკრებს დავუპირისპირდებით. ამ მატჩისთვის ანტონიო დი ნატალეს აუცილებლად გამოვიძახებ”, - განუცხადა პრანდელიმ La Gazzetta dello Sport-ს. აღსანიშნავია, რომ 34 წლის თავდამსხმელმა ეროვნულ გუნდში უკანასკნელი მატჩი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ჩაატარა. იგი გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა და წელსაც საკმაოდ შედეგიანია. ცნობისთვის, იტალიის ნაკრების მაისური დი ნატალემ 36 მატჩში მოირგო. მის ანგარიშზე 10 გოლია.
| |
|