aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 5 » ფლორო ფლორესი არ იყიდება
17:24
ფლორო ფლორესი არ იყიდება
იტალიური "უდინეზეს” სპორტულმა დირექტორმა ფაბრიციო ლარინიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ანტონიო ფლორო ფლორესი კარიერას მათ გუნდში გააგრძელებს.
"ფლორო ფლორესი "უდინეზესთვის” ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ამიტომ, მის გაყიდვას აზრი არ აქვს. "ფიორენტინაში” მის ტრანსფერთან დაკავშირებულ საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს. ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ - ის "უდინეზეში” რჩება” - თქვა ლარინიმ.
28 წლის ფლორო ფლორესი "უდინეზეში” 2007 წლიდან თამაშობს. გასულ წელს, მან განათხოვრების წესით "ჯენოაში” სეზონის ნახევარი გაატარა, უდინელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 114 მატჩში კი, 22 გოლი გაიტანა.
კატეგორია: უდინეზე | ნანახია: 560 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/4
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]