14:53 ფორლანი კვლავ დაშავდა | |
მილანის ინტერის ფორვარდი დიეგო ფორლანი კვლავ ტრამვირებულია. სავარაუდოთ, ურუგვაელი გამოტოვებს პარმასთან დაპირისპირებას, რომელიც შაბათს სან-სიროზე გაიმართება. Sky Italia-ს მტკიცებით, ფორლანმა დაზიანება სამშაბათს გამართულ ვარჯიშზე მიიღო. ტრამვა სერიოზული არ არის და მილანური დერბისთვის ურუგვაელი 100%-ით მზად იქნება. შეგახსენებთ, რომ ფორლანი მილანურ კლუბში ამ ზაფხულის ბოლოს გადავიდა. მან სადებიუტი შეხვედრაშივე გაიტანა გოლი, თუმცა შემდეგ ტრამვის გამო მას ძალიან ბევრი დრო გაუცდა.
| |
|