12:37 "მისტერ იქსი" ჰამშიკი ყოფილა | |
მარეკ ჰამშიკის აგენტის განცხადებით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გალიანის ე.წ. "მისტერ იქსი" სწორედ სლოვაკი ფეხბურთელი იყო. როგორც ვიცით, ადრიანო გალიანი ყოველ ზაფხულს ქომაგებს ერთ ვარვსკვლავურ ტრანსფერს ჰპირდება, რომელსაც "მისტერ იქსს" არქმევს, თუმცა გასულ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანის ტიფოზების ლოდინი უშედეგო იყო. თურმე ამ დროს გალიანი ჰამშიკის მოთაფლვას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ვარვსკლავური შენაძენი ნოჩერინოსა და აკვილანის სახით გააკეთა. რამდენად გრანდიოზული იყო ეს ორი ტრანსფერი თავად განსაჯეთ. ცოტა ხნის წინ კი როგორც გაირკვა ჰამშიკმა ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და გალიანისთვის უფრო მიუწვდომელი გახდა. ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი "მისტერ იქსი". | |
|