aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 17 » როდესაც მწვრთნელს ფეხბურთელის ესმის...
17:51
როდესაც მწვრთნელს ფეხბურთელის ესმის...
ზლატან იბრაჰიმოვიჩის განცხადების შემდეგ, რომ იგი ფეხბურთისგან დაიღალა და სტიმული დაკარგა, ის ზარმაცად შერაცხეს და ესპანური მადრიდის "რეალის" გზას გაუყენეს, თუმცა "პალემროს" წინააღმდეგ შედგა "მილანის" და იბრას მატჩი, რომელიც შეგვიძლია ორი ზემოთხსენებულის "დაბრუნებად" ჩავთვალოთ.

ჟურნალისტებმა იბრას უკვე ჩააცვეს "რეალის" ფორმა, თუმცა ამ დროს მოედანზე სხვა რამ ხდება: "პალერმოს" წინააღმდეგ იბრაჰიმოვიჩი ყველა ბურთისთვის იბრძოდა, ცდილობდა ეთამაშა გუნდისთვის და დახმარებოდა მას, ეხმარებოდა ნახევარდაცვას ბურთის დაჭერასა და გაკონტროლებაში, რამდენჯერმე სცადა გოლის გატანა და მიზანთან ახლოსაც იყო, ეს ყველაფერი გრძელდებოდა მაშინაც კი, როდესაც "მილანი" უკვე სამი ბურთის სხვაობით იგებდა. ეს არის სამუშაო, რომელიც მასიმილიანო ალეგრიმ ჩაატარა მალმიოში დაბადებულ ჩემპიონთან. როგორც ჩანს, ლივორნოელმა მწვრთნელმა "პალერმოსთან" მატჩამდე პირდაპირ და გარკვევით აუხსნა იბრაჰიმოვიჩს, თუ როგორი ზლატანის ხილვა სურდა მას და ამან შედეგიც მოიტანა: იბრამ ალეგრის რჩევები და მოთხოვნები გაითვალისწინა და იგი დაბრუნდა - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც იტალიის ჩემპიონი გუნდის, "მილანის" უდავო ლიდერი გახლავთ.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: მილანი | ნანახია: 571 | დაამატა: USER | ტეგები: როდესაც მწვრთნელს ფეხბურთელის ესმის | რეიტინგი: 1.6/7
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]