09:25 „რომამ“ მოგება გაიხსენა | |
იტალიის ჩემპიონატში, ზედიზედ 2 თამაშის წაგების შემდეგ, როგორც იქნა მოიგო „რომამ“, რომელმაც მე-11 ტურში უქულოდ „ნოვარა“ დატოვა. „სილვიო პიოლაზე“ გამართული მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის ბედი სამწუთიან მონაკვეთში გადაწყდა, როდესაც რომაელებმა 2 გოლი გაიტანეს. 73-ე წუთზე, პიანიჩის კარგი გადაცემის შემდეგ, ვარდნაში დარტყმით, ანგარიში ბოიანმა გახსნა. სამ წუთში, კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი ოსვალდომ დაუხვედრა, რომელმაც შეხვედრას წერტილი დაუსვა. ორბურთიანი უპირატესობით იმარჯვა „პალერმომაც“, რომელმაც ტურის გახსნით მატჩში „ბოლონიას“ სძლია. ზაჰავის, სილვესტრისა და ილიჩიჩის გოლებით, მასპინძლები ბოლო წუთებამდე 3:0 იგებდნენ და მართალია შეხვედრის მიწურულს რამირესმა ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ამან სიცილიელებს ვერაფერი დააკლო. პალერმო-ბოლონია 3:1 (1:0) პალერმო, “რენცო ბარბერა” 24000 პალერმო (4-3-2-1): ცორვასი, პიზანო, სილვესტრე, სეტო, ბალცარეტი, მილიაჩო, ბაჩინოვიჩი (აგირეგარაი 76), აკვა, ილიჩიჩი, ზაჰავი (ბერტოლო 63), ერნანდესი (ლორესი 20). მწვრთნელი: დევის მანჯა. ბოლონია (4-3-1-2): ჟიე, რაგი (გარიკსი 58), ლორია, ჩერუბინი, მორლეო, პერესი, მუდინგაი (პულცეტი 68), კონე, რამირესი, აკვაფრესკა (ხიმენესი 57), დი ვაიო. მწვრთნელი: სტეფანო პიოლი. გოლები: 1:0 ზაჰავი (13), 2:0 სილვესტრე (52), 3:0 ილიჩიჩი (74), 3:1 რამირესი (87). გაფრთხილებები: მილიაჩო 36, ბალცარეტი 73, აგირეგარაი 89 - პერესი 35, მორლეო 44. მსაჯი: დანიელე ორსატო. ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 8 (6)-8 (8), კუთხური: 5-10, თამაშგარე: 1-5, სეივი: 7-3, ჯარიმა: 23-15. ნოვარა-რომა 0:2 (0:0) ნოვარა, “სილვიო პიოლა” 11958 ნოვარა (4-3-1-2): ფონტანა, მორგანელა, პაცი, სენტურიონი, ჯემიტი, მარიანინი (ჟედა 75), პორკარი, რიგონი, მაცარანი (პინარდი 52), მეჯიორინი, მორიმოტო (ჯორჯი 61). მწვრთნელი: ატილიო ტესერი. რომა (4-3-1-2): სტეკელენბურგი, როზი (ხოსე ანხელი 79), ბურდისო, კასეტი, ტადეი, გრეკო (ბოიანი 62), დე როსი, გაგო, პიანიჩი (პეროტა 87), ოსვალდო, ლამელა. მწვრთნელი: ლუის ენრიკე. გოლები: 0:1 ბოიანი (73), 0:2 ოსვალდო (76). გაფრთხილებები: პაცი 48, პორკარი 72 - კასეტი 12, პიანიჩი 29. მსაჯი: ჯანლუკა როკი. ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 8 (2)-19 (12), კუთხური: 10-8, თამაშგარე: 9-1, სეივი: 10-2, ჯარიმა: 19-16. 1. იუვენტუსი 9 5 4 0 15:7 19 2. უდინეზე 9 5 3 1 11:3 18 3. ლაციო 9 5 3 1 15:8 18 4. მილანი 9 5 2 2 19:14 17 5. პალერმო 10 5 1 4 14:12 16 6. ნაპოლი 9 4 2 3 13:7 14 7. რომა 10 4 2 4 13:11 14 8. კატანია 9 3 5 1 12:12 14 9. სიენა 9 3 4 2 11:6 13 10. კალიარი 9 3 4 2 9:9 13 11. ფიორენტინა 9 3 3 3 10:8 12 12. ჯენოა 9 3 3 3 13:12 12 13. პარმა 9 4 0 5 12:17 12 14. ბოლონია 10 3 1 6 9:16 10 15. ატალანტა 9 4 3 2 12:12 9 16. კიევო 9 2 3 4 7:11 9 17. ინტერი 9 2 2 5 11:16 8 18. ნოვარა 10 1 4 5 12:19 7 19. ლეჩე 9 1 2 6 7:16 5 20. ჩეზენა 9 0 3 6 3:12 3 ბომბარდირები დი ნატალე („უდინეზე“) – 7, ჯოვინკო („პარმა“), დენისი („ატალანტა“), კლოზე („ლაციო“) – 6, პალასიო („ჯენოა“), იოვეტიჩი („ფიორენტინა“) – 5, ოსვალდო („რომა“), მორალესი („ატალანტა“), მატრი („იუვენტუსი“), კალაიო („სიენა“), ნოჩერინო („მილანი“), კავანი („ნაპოლი“), იბრაჰიმოვიჩი („მილანი“), მარკიზიო („იუვენტუსი“) – 4. 6 ნოემბერი ჯენოა-ინტერი; ატალანტა-კალიარი; ჩეზენა-ლეჩე; კიევო-ფიორენტინა; ლაციო-პარმა; მილანი-კატანია; უდინეზე-სიენა; ნაპოლი-იუვენტუსი. | |
|