14:43 „რომას“ სამ-სამი გაუტანეს და გაუგდეს | |
სერია A-ს გუშინდელი თამაშებიდან ყველაზე გამორჩეული „ფიორენტინასა“ და „რომას“ დაპირისპირება იყო. ფლორენციაში გამართულ მატჩში, დედაქალაქურ გუნდს მსაჯმა მოედნიდან 3 ფეხბურთელი გაუძევა, ხოლო აქედან ორ წითელ ბარათს თერთმეტმეტრიანის დანიშვნაც მოჰყვა. რა გასაკვირია, რომ ლუის ენრიკეს გუნდი „ფიორენტინასთან“ დამარცხდა. „არტემიო ფრანკიზე“ გამართულ მატჩში, სტუმართათვის განგაშის სიგნალი პირველად მე-16 წუთზე გაისმა, როდესაც თერთმეტმეტრიანი და წითელი ბარათი ჟუანის მიერ თამაშის წესების საკუთარ საჯარიმოში დარღვევას მოჰყვა. სტანდარტი გოლად დაზარალებულმა იოვეტიჩმა აქცია და მასპინძლები დააწინაურა. ტაიმის მიწურულს, მონტოლივოს პასის შემდეგ, გამბერინიმ თავით ზუსტად დაარტყა და „ფიორენტინას“ უპირატესობას სოლიდური სახე მისცა. 76-ე წუთზე, მოედნის ცენტრში იოვეტიჩის წაქცევისთვის, გაგომ მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და ცხადი გახდა, რომ „რომა“ ქულისთვის ბრძოლას ვერ შეძლებდა. 85-ე წუთზე, ბოიანმა მეკარის თვისებების გამომჟღავნება გადაწყვიტა და ნასტასიჩის დარტყმის შემდეგ, ბურთი ხელებით მოიგერია, რასაც პენალტის დანიშვნა და 11 მეტრიდან სილვას მიერ გოლის გატანა მოჰყვა. წაუგებლად თამაშს განაგრძობს გათამაშების ლიდერი, ტურინის „იუვენტუსი“, რომელსაც გუშინ, „ჩეზენას“ დამარცხება გაუჭრდა. მართალია, „ბებერი სინიორა“ უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა მხოლოდ 72-ე წუთზე მოახერხეს. შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფმა მარკიზიომ ვიდალის გადაცემა მიიღო, ერთი მეტოქე მოატყუა და ზუსტად დაარტყა. 82-ე წუთზე, არბიტრმა შეცდომა დაუშვა, როდესაც საკუთარ საჯარიმოში ბურთზე მოთამაშე ანტონიოლი მოედნიდან გააძევა, ხოლო მის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ვინაიდან „ჩეზენას“ სამივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდა, კარში ჩადგომა ამპლუით ცენტრალურ მცველს, გილერმე როდრიგესს მოუხდა. ურუგვაელ უკანახაზელს 11 მეტრიდან ვიდალმა გაუტანა და შეხვედრას წერტილი დაესვა. კატანია-კალიარი 0:1 (0:0) კატანია, “ანჯელო მასიმინო” კატანია (3-5-2): ანდუხარი, ბელუსკი, ლეგროტალიე, სპოლი, ალვარესი (ბარიენტოსი 55), ალმირონი (ლოპესი 68), ლოდი, ბიაჯანტი (სკაჩა 31), მარკეზე, ბერგესიო, გომესი. მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა. კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პიზანო, კანინი, არიაუდო, აგოსტინი, პერიკო (ბიონდინი 46), კონტი, ეკდალი, კოსუ (რუი სამპაიო 89), იბარბო, ლარივეი (რიბეირო 62). მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი. გოლი: 0:1 იბარბო (64). გაფრთხილებები: ბარიენტოსი 75, ლოდი 86 - ბიონდინი 83. მსაჯი: მაურო ბერგონცი. ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 14 (7)-7 (6), კუთხური: 10-3, თამაშგარე: 3-8, სეივი: 4-9, ჯარიმა: 22-21. ბოლონია-სიენა 1:0 (1:0) ბოლონია, “რენატო დალ’არა” ბოლონია (4-3-2-1): ჟიე, რაგი (გარიკსი 52), პორტანოვა, ანტონსონი (ჩერუბინი 17), მორლეო, პულცეტი, მუდინგაი, კაზარინი, რამირესი (კრესპო 67), დიამანტი, დი ვაიო. მწვრთნელი: სტეფანო პიოლი. სიენა (4-4-2): ბრკიჩი, ვიტიელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო, მანინი (რეჯინალდო 71), დ’აგოსტინო, გაცი, ანჯელო (გროსი 59), კალაიო, ლარონდო (გონსალესი 65). მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო. გოლი: 1:0 დი ვაიო (28). გაფრთხილებები: პულცეტი 31 - დ’აგოსტინო 42, ვიტიელო 67. მსაჯი: პაოლო მაცოლენი. ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 12 (6)-9 (4), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 2-5, სეივი: 4-4, ჯარიმა: 22-21. კიევო-ატალანტა 0:0 ვერონა, “ანტონიო ბენტეგოდი” კიევო (4-3-1-2): სორენტინო, ფრეი, ანდრეოლი, სეზარი, დრამე, ლუსიანო, ბრედლი, ვაჩეკი (ჰეტემაი 66), სამარკო (პალოსკი 82), მოსკარდელი (ტერო 66), პელისიერი. მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო. ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, მაზიელო, ლუჩინი, მანფრედინი, პელუზო (ბელინი 6), ბონავენტურა (გაბიადინი 62), ჩიგარინი, კარმონა, პადოინი, მორალესი (ადრიანო 72), დენისი. მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო. გაფრთხილებები: პელისიერი 37, ანდრეოლი 39 - ლუჩინი 16, მანფრედინი 37. მსაჯი: რიკარდო პინცანი. ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (4)-6 (1), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-4, ჯარიმა: 12-21. ფიორენტინა-რომა 3:0 (2:0) ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” ფიორენტინა (4-3-2-1): ბორუცი, დე სილვესტრი, გამბერინი, ნასტასიჩი, პასკუალი, ბეჰრამი (მუნარი 90), მონტოლივო, ვარგასი, ლაცარი (სალიფუ 81), იოვეტიჩი, ჯილარდინო (სილვა 63). მწვრთნელი: დელიო როსი. რომა (4-3-3): სტეკელენბურგი, ტადეი, ჰაინცე, ჟუანი, სისინიო (გრეკო 73), პეროტა (ხოსე ანხელი 59), დე როსი, გაგო, პიანიჩი (სიმპლისიო 70), ბოიანი, ლამელა. მწვრთნელი: ლუის ენრიკე. გოლები: 1:0 იოვეტიჩი (17, პენ), 2:0 გამბერინი (44), 3:0 სილვა (86, პენ). გაფრთხილება: გაგო 63. გაძევება: ჟუანი 16, გაგო 76, ბოიანი 85. მსაჯი: ანტონიო დამატო. ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 13 (6)-5 (2), კუთხური: 10-8, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-3, ჯარიმა: 15-8. იუვენტუსი-ჩეზენა 2:0 (0:0) ტურინი, “იუვენტუს არენა” იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ვიდალი, პაციენცა, მარკიზიო, პეპე, მატრი (კვალიარელა 50), ვუჩინიჩი (დელ პიერო 56/ჯაკერინი 63). მწვრთნელი: ანტონიო კონტე. ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი, როსი, ფონ ბერგენი, როდრიგესი, ლაურო, გეცალი, გუანა, პაროლო, მარტინიო (კანდრევა 78), ბოგდანი (მალონგა 46/ედერი 78), მუტუ. მწვრთნელი: დანიელე არიგონი. გოლები: 1:0 მარკიზიო (72), 2:0 ვიდალი (83, პენ). გაფრთხილებები: გეცალი 15, როსი 28. გაძევება: ანტონიოლი 82. მსაჯი: დანიელე დოვერი. ბურთის ფლობა: 71%-29%, დარტყმა: 20 (8)-2 (1), კუთხური: 10-1, თამაშგარე: 6-0, სეივი: 1-7, ჯარიმა: 8-15. პარმა-პალერმო 0:0 პარმა, “ენიო ტარდინი” პარმა (4-4-1-1): მირანტე, ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, გობი, ბიაბიანი, მორონე, გალოპა, ვალიანი, ჯოვინკო, პელე (მუსაჩი 90). მწვრთნელი: ფრანკო კოლომბა. პალერმო (4-3-2-1): ბენუსი, პიზანო, სილვესტრე, მილიაჩო, ბალცარეტი, აკუა, ბაჩინოვიჩი (ბერტოლო 55), ბარეტო, ილიჩიჩი, ლორესი (ალვარესი 66), პინილია (დელა როკა 84). მწვრთნელი: დევის მანჯა. გაფრთხილებები: გალოპა 89 - მილიაჩო 50, სილვესტრე 78. მსაჯი: ლუკა ბანტი. ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 17 (6)-5 (3), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-4, ჯარიმა: 12-18. 1. იუვენტუსი 13 8 5 0 24:10 29 2. მილანი 13 8 3 2 29:14 27 3. უდინეზე 13 8 3 2 16:6 27 4. ლაციო 12 6 4 2 16:9 22 5. ნაპოლი 13 5 5 3 21:13 20 6. პალერმო 13 6 2 5 16:15 20 7. კალიარი 13 4 5 4 12:13 17 8. რომა 13 5 2 6 15:17 17 9. კატანია 13 4 5 4 14:19 17 10. ფიორენტინა 13 4 4 5 13:11 16 11. პარმა 13 5 1 7 15:20 16 12. კიევო 13 4 4 5 10:16 16 13. ატალანტა 13 5 6 2 16:15 15 14. ჯენოა 12 4 3 5 14:16 15 15. სიენა 13 3 5 5 14:12 14 16. ინტერი 12 4 2 6 14:18 14 17. ბოლონია 13 4 2 7 11:18 14 18. ნოვარა 12 2 4 6 14:21 10 19. ჩეზენა 13 2 3 8 6:15 9 20. ლეჩე 13 2 2 9 11:23 8 ბომბარდირები დენისი („ატალანტა“) – 10, დი ნატალე („უდინეზე“) – 9, იბრაჰიმოვიჩი („მილანი“) – 8, ჯოვინკო („პარმა“), კავანი („ლაციო“) – 7, კლოზე („ლაციო“), მატრი („იუვენტუსი“), იოვეტიჩი („ფიორენტინა“), მარკიზიო („იუვენტუსი“) – 6. 5 დეკემბერი ლაციო-ნოვარა. | |
|